გიორგი წიტაიშვილი, ვისლა
Aa
Aa

„მადლობა ყველაფრისთვის“ - წიტაიშვილი ვისლას დაემშვიდობა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი წიტაიშვილმა კრაკოვის ვისლა დატოვა. 21 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში სპეციალური განცხადება გაავრცელა და კლუბის წარმომადგენლებს, ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს დაემშვიდობა.

„მადლობელი ვარ იმ დროისთვის, რომელიც ვისლაში გავატარე. მინდა მადლობა გადავუხადო ამ შესანიშნავ კლუბს - მწვრთნელებს, ფეხბურთლებს, პერსონალს, ყველას. ამ მოკლე დროში თქვენ ჩემი ოჯახი გახდით. კლუბში მოსვლის პირველივე დღიდან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. თქვენ მე მომეცით ის მხარდაჭერა, რომელიც მჭირდებოდა. ამას ძალიან ვაფასებ, ეს ყოველთვის ჩემს გულში იქნება.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივრებს გადავუხადო. თქვენ პირველივე მატჩიდან მხარს მიჭერდით. მოგწონდით და მეც მომწონდით. ესეც სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. ვიცი, რომ უფრო მეტს იმსახურეთ. გულწრფელად გისურვებთ მხოლოდ გამარჯვებას და თასებს. მადლობა ყველაფრისთვის“, - წერს ქართველი ფეხბურთელი.

View this post on Instagram

A post shared by G11 (@giotsitaishvili11)

შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილი კრაკოვის „ვისლას“ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, იჯარის წესით შეუერთდა. მიმდინარე წლის აპრილიდან, „ვისლას“ შემადგენლობაში ჩატარებულ 7 მატჩში ქართველმა ფეხბურთელმა 1 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. ოფიციალურად, წიტაიშვილი კიევის „დინამოს“ საკუთრებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები