"ევროპა ლიგაზე" ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია!
შვეიცარიის ქალაქ ნიონში "ევროპა ლიგის" I საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელზეც ქართული გუნდების მეტოქეები გამოვლინდა.
ბათუმის "დინამო" პოლონურ "იაგელონიას" შეხვდება, ქუთაისის "ტორპედო" სლოვაკურ "ტრენჩინს" დაუპირისპირდება, ხოლო საჩხერის "ჩიხურას" მოწინააღმდეგე ავსტრიული "ალტახი" იქნება.
"ევროპა ლიგის" I საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 29 ივნისს ჩატარდება, ხოლო საპასუხოები - 6 ივლისს.