ლაზარე კუპატაძე
Aa
Aa

ლეგია ლაზარე კუპატაძის გადაბირებით ინტერესდება

„დინამო ბათუმის“ მეკარე, ლაზარე კუპატაძე პოლონური „ლეგიას“ ინტერესის სფეროში მოექცა. ამ ინფორმაციას პოლონური Sportowefakty-ი ავრცელებს და წერს, რომ „ლეგია“ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე აქტიური იქნება.

პოლონელებს რამდენიმე პოზიციის გაძლიერება სურთ და ყველაზე დიდ ყურადღებას გოლკიპერზე გაამახვილებენ. მიმდინარე სეზონში, „ლეგიას“ ძირითად შემადგენლობაში 4-მა მეკარემ ითამაშა, მაგრამ კარგი შთაბეჭდილება ვერც ერთმა მათგანმა დატოვა და კლუბი ვითარების შეცვლაზეა ორიენტირებული.

როგორც მოგეხსენებათ, ლაზარე კუპატაძე „დინამო ბათუმის“ ძირითადი მეკარე გახლავთ და 26 წლისაა. ასაკის მიუხედავად, მას მხოლოდ ერთ უცხოურ კლუბში უასპარეზია და რამდენიმე თვით ლუქსემბურგში იმყოფებოდა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში მან 11 შეხვედრა ჩაატარა და კარი მშრალად 7-ჯერ შეინახა.

ცნობისთვის, „ლეგია“ მიმდინარე სეზონს ცუდად ატარებს და პოლონეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, მე-10 ადგილზე იმყოფება. იყო პერიოდი, როცა პოლონეთის ექს-ჩემპიონები გასავარდნ ზონაში იმყოფებოდნენ, მაგრამ თავის დაღწევა შეძლეს და მომდევნო სეზონისთვის ემზადებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის