Aa
Aa

"რეალის" ოფიციალური განცხადება რონალდუსთან დაკავშირებით

კრიშტიანო რონალდუს, ესპანეთის პროკურატურა, გადასახადებისგან თავის არიდებას და დაახლოებით 14.7 მილიონი ევროს დამალვას ედავება. 

მადრიდის "რეალმა", დღეს ოფიციალური განცხადება გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება მალე დასრულდება, რის შემდეგაც ყველაფერს ნათელი მოეფინება.

"მადრიდის "რეალი" კრიშტიანო რონალდუს სრულ ნდობას უცხადებს. 2009 წელს, როდესაც იგი გუნდს შეუერთდა, იმ დღიდან მოყოლებული, ის მზად იყო პატიოსნად ეთანამშრომლა ესპანურ საგადასახადო ორგანოებთან. გუნდი დარწმუნებულია, რომ ამ პროცესზე რონალდუ, საკუთარ უდანაშაულობას დამტკიცებს. ასევე ვიმედოვნებთ, ესპანური მართლმსაჯულება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ადექვატურ გადაწყვეტილებას ძალიან სწრაფად მიიღებს". - ნათქვამია "რეალის" ოფიციალურ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები