ბეილი MLS-ში წავიდა
ბეილი MLS-ში წავიდა
ტევესის მძიმე ბავშვობა
ტევესის მძიმე ბავშვობა
ევროპა უნდა დავიპყრო
ევროპა უნდა დავიპყრო
წივწივაძე ევროპის ჩემპიონია
წივწივაძე ევროპის ჩემპიონია
რონალდუ არ მიდის
რონალდუ არ მიდის
ბასილაშვილი უიმბლდონს იწყებს
ბასილაშვილი უიმბლდონს იწყებს
დიბალა და კვარა ერთ გუნდში?
დიბალა და კვარა ერთ გუნდში?
როგორია ხვიჩას ნაპოლის განრიგი
როგორია ხვიჩას ნაპოლის განრიგი
ლევანდოვსკის რონალდუ ჩაანაცვლებს
ლევანდოვსკის რონალდუ ჩაანაცვლებს
ბეილი კარდიფში?
ბეილი კარდიფში?
მარსელო რეალიდან წავიდა
მარსელო რეალიდან წავიდა
კვარაშოუ და კვარამაგია
კვარაშოუ და კვარამაგია
რევანში აღებულია
რევანში აღებულია
თოფურია UFC-ის ამომავალ ვარსკვლავებში
თოფურია UFC-ის ამომავალ ვარსკვლავებში
ნადალი ჩემპიონია
ნადალი ჩემპიონია
ტალახაძე ევროპის ჩემპიონია
ტალახაძე ევროპის ჩემპიონია
შვიონტეკმა როლან გაროსი მოიგო
შვიონტეკმა როლან გაროსი მოიგო
მოურინიო პსჟ-ში?
მოურინიო პსჟ-ში?
ბოსტონი სუპერფინალშია!
ბოსტონი სუპერფინალშია!
არქანია ბრინჯაოს მფლობელია
არქანია ბრინჯაოს მფლობელია
„მორიგი მაგია ხვიჩასგან
Aa Aa
18 მაისი 2022  |  10:29

„მორიგი მაგია ხვიჩასგან" - ნეაპოლური პრესის გამოხმაურება

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურში, „დინამო ბათუმი“ „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდა და 7:2 იმარჯვა. აჭარელთა მხრიდან თავი ხვიჩა კვარაცხელიამაც გამოიჩინა და ნეაპოლურ გამოცემებს მისი ასპარეზობა უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ.

Napolipiu.com: „ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი მაგია. დინამო ბათუმმა ლოკომოტივი 7:2 დაამარცხა და კვარაცხელიას გოლები კვლავ გააქვს. დინამო ბათუმი ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძვის და ნაპოლის მომდევნო შენაძენმა თავი კიდევ გამოიჩინა. მომდევნო სეზონიდან იგი ლორენცო ინსინიეს ჩაანაცვლებს და ძალიან საინტერესოა სერია A-ში როგორ იასპარეზებს. კვარაცხელია დინამო ბათუმის რიგებში გატანილი ბევრი გოლით ადასტურებს, რომ გამორჩეული საფეხბურთო უნარები აქვს, მაგრამ აშკარაა, რომ სერია A-ში წარმატებით თამაში უფრო რთული იქნება.“

Spazionapoli.it: „ხვიჩა კვარაცხელიას სახელის გარშემო დიდი ინტერესია გაჩენილი. ყაზანის რუბინის ყოფილი ფეხბურთელი ლორენცო ინსინიეს შეცვლის და საინტერესოა ქართველი ტალანტი პარტენოპეის ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფეხბურთელს ჩაანაცვლებს თუ არა. ხვიჩა დინამო ბათუმის რიგებში ასპარეზობს და მისი თამაში უყურადღებოდ არ რჩება. კვარაცხელიამ დინამო ბათუმში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა, ლოკომოტივს გაუტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.“

Tuttonapoli.net: „ხვიჩა კვარაცხელიას დინამო ბათუმი დაფრინავს. ქართველი ტალანტის გუნდმა ლოკომოტივი 7:2 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონატში ლიდერობა გაიმყარა. მომდევნო სეზონისთვის ნაპოლის პირველმა შენაძენმა ბრწყინვალე თამაში კიდევ ერთხელ აჩვენა და გოლი გაიტანა.“

შეგახსენებთ, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო
ასევე დაგაინტერესებთ
„მძულს რუსეთი! უკრაინა ჩემი სახლია“ - წიტაიშვილის ემოციური კომენტარი
„მძულს რუსეთი! უკრაინა ჩემი სახლია“ - წიტაიშვილის ემოციური კომენტარი