ლივერპული, კარიმ ბენზემა, სადიო მანე, მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

მანემ სალაჰს გადაასწრო - გადამწყვეტი ბრძოლა ოქროს ბურთისთვის

ავტორიტეტული გამოცემა GOAL თვალს ადევნებს მამაკაცი ფეხბურთელების რბოლას ინდივიდუალური ყველაზე სასურველი ჯილდოსთვის. ბრძოლა 2022 წლის ოქროს ბურთისთვის აქტიურად მიმდინარეობს და ფავორიტები უფრო მეტად გამოიკვეთნენ.

მარტში France Football-მა გამოაცხადა, რომ ოქროს ბურთის ხმის მიცემის წესები შეიცვალა. გათვალისწინებული იქნება 1 კონკრეტული სეზონი და არა კალენდარული წელი. ეს იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გამარჯვებულის ვინაობაზე გავლენას არ იქონიებს.

GOAL-მა გამოაქვეყნა ტოპ 20 ფეხბურთელი, რომლებსაც ოქროს ბურთის მოგების შანსი აქვთ. საინტერესოა, რომ სადიო მანემ მოჰამედ სალაჰს გადაასწრო.

20 - ერლინგ ჰოლანდი - 37 გოლი, 9 საგოლე გადაცემა

19 - ჰარი კეინი - 37 გოლი, 10 საგოლე გადაცემა

18 - რიად მარეზი - 29 გოლი, 12 საგოლე გადაცემა

17 - ჰიუნგ-მინ სონი - 26 გოლი, 10 საგოლე გადაცემა

16 - კრისტოფერ ნკუნკუ - 34 გოლი. 20 საგოლე გადაცემა

15 - ვან დაიკი - 4 გოლი, 2 საგოლე გადაცემა, 32 მშრალი მატჩი

14 - ტიბო კურტუა - 14 მშრალი მატჩი, ლა ლიგის გამარჯვებული

13 - ლუის დიასი - 23 გოლი, 10 საგოლე გადაცემა

12 - ტიაგო ალკანტარა - 2 გოლი, 4 საგოლე გადაცემა

11 - ბერნარდო სილვა - 13 გოლი, 10 საგოლე გადაცემა

10 - ალექსანდრ-არნოლდი - 2 გოლი, 22 საგოლე გადაცემა, 24 მშრალი მატჩი

9 - ფილ ფოდენი - 14 გოლი, 15 საგოლე გადაცემა

8 - ლუკა მოდრიჩი - 6 გოლი, 14 საგოლე გადაცემა

7 - კევინ დე ბრუინი - 20 გოლი, 17 საგოლე გადაცემა

6 - ვინისიუს ჯუნიორი - 21 გოლი, 19 საგოლე გადაცემა

5 - კილიან მბაპე - 45 გოლი, 31 საგოლე გადაცემა

4 - რობერტ ლევანდოვსკი - 56 გოლი, 11 საგოლე გადაცემა

3 - მოჰამედ სალაჰი - 32 გოლი, 19 საგოლე გადაცემა

2 - სადიო მანე - 28 გოლი, 5 საგოლე გადაცემა

1 - კარიმ ბენზემა - 47 გოლი, 15 საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები