ატლეტიკო, ლუის სუარესი
Aa
Aa

„მძიმე დიალოგი იყო“ - სუარესი სეზონის ბოლოს ატლეტიკოს დატოვებს

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი, ლუის სუარესი სეზონის ბოლოს „როხიბლანკოსს“ დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა.

„სუარესს ნოემბერში ვესაუბრე. სიმართლე გითხრათ, საკმაოდ მძიმე დიალოგი იყო. ორივე მხარემ მკაფიოდ გამოთქვა საკუთარი შეხედულებები. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენს შორის ურთიერთობა არ შეცვლილა, ერთმანეთს კვლავ პატივისცემით ვეპყრობით.

მადლობელი ვარ ლუისის მხრიდან კლუბში გაწეული სამუშაოსთვის. გასულ სეზონში ის გუნდისთვის საკმაოდ სასარგებლო ფეხბურთელი იყო, მაგრამ დღეს კლუბში კონკურენცია ბევრად მაღალ დონეზეა, ვიდრე წარსულში“, - განაცხადა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის სუარესი „ატლეტიკოს“ 2020/21 წლების სეზონში შეუერთდა და კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო. „როხიბლანკოს“ მაისურით ჩატარებულ 81 მატჩში ურუგვაელმა ფორვარდმა 34 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტიმ დაადასტურა - აზარი რეალში რჩება
ანჩელოტიმ დაადასტურა - აზარი რეალში რჩება