Abola: რონალდუ
Aa
Aa

Abola: რონალდუ "რეალიდან" წასვლას აპირებს!

პორტუგალიური გამოცემა Abola-ს ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის "რეალის" დატოვებას აპირებს.

ამის მიზეზი ფეხბურთელის მიმართ სასამართლოს მხრიდან გატარებული ღონისძიებებია. შეგახსენებთ, რომ რონალდუს მადრიდის პროკურატურა 14.8 მილიონი ევროს ოდენობის თანხის დამალვას ედავება.

Marca-ს ცნობით, 32 წლის სუპერვარსკვლავმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ ფლორენტინო პერესს უკვე აცნობა. 

"რეალი" ცდილობს, რომ თავისი ლიდერი გადაარწმუნოს, თუმცა პორტუგალიელი თვლის, რომ მას უსამართლოდ ექცევიან და ამის მოთმენას არ აპირებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ესპანეთიდან წასვლით რონალდუს შეუძლია ამ თანხის გადახდა აირიდოს, თუმცა იგი ამ ქვეყანაში აღარასდროს არ უნდა ჩავიდეს. 

მსგავსი სიახლეები