ილია თოფურია
Aa
Aa

5 პერსპექტიული მებრძოლი, რომლებსაც 2022 წელს თვალი უნდა ადევნოთ - ილია თოფურია რჩეულებს შორის

MMA-ის სამყაროში ერთ-ერთი ცნობილი ვებგვერდი, Mmasucka.com-ი UFC-ის პერსპექტიული მებრძოლების შესახებ სტატიას აქვეყნებს. მასში ის 5 მებრძოლია დასახელებული, რომლებსაც 2022 წელს თვალი უნდა ვადევნოთ და ერთ-ერთი მათგანი ილია თოფურია გახლავთ.

„ილია თოფურია კიდევ ერთი მებრძოლია, რომელსაც UFC-ში დიდი სახელის დამკვიდრება სურს. ელ მატადორს UFC 264-ზე, რაიან ჰოლის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში ბევრი რამ ჰქონდა დასამტკიცებელი და მან მიზანს პირველ რაუნდში მოპოვებული შესანიშნავი ნოკაუტით მიაღწია.

ჰოლის შემდეგ, იგი ჯაი ჰერბერტს დაუპირისპირდა. ილიამ ინგლისელ მეტოქეს საქმე მსგავს სტილში მოუგვარა და მეორე რაუნდში ბრუტალური ნოკაუტი მიითვალა. თოფურიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უჩხუბია და MMA ესპანეთში, კერძოდ ალიკანტეში შეისწავლა. მოგვიანებით, მან კონტრაქტი BRAVE COMBAT-თან გააფორმა და სადებიუტო ბრძოლა კოლუმბიის ქალაქ ბოგოტაში ჩაატარა. მის ანგარიშზე 12 ბრძოლაში მოპოვებული 12 გამარჯვებაა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-15 ადგილზე იმყოფება. ბევრი ელოდება, რომ წლის ბოლოს მას სატიტულო ბრძოლის მიღებაზე ექნება პრეტენზია და კარგი იქნება, რომ მას თვალი ადევნოთ“, - წერს Mmasucka.com-ი.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ UFC-ში თავისი ბოლო ბრძოლა 19 მარტს გამართა და ჯაი ჰერბერტი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ბრიტანელთან გამარჯვების შემდეგ, „ელ მატადორმა“ პედი პიმბლეტი გამოიწვია, რომელთანაც მანამდე ცნობილი ინციდენტი მოუვიდა. თავდაპირველად, ლივერპულელმა ილია უარით გაისტუმრა, თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ თუ UFC კონტრაქტს გამოუგზავნის, რომელშიც მის მომდევნო მეტოქედ თოფურია იქნება დასახალებული, ოქტაგონზე გასვლისა და „ელ მატადორის“ წინააღმდეგ ჩხუბის პრობლემა არ ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უკეთესი კონტრაქტი მამარდაშვილს - გიორგი მესტალიაზე ბედნიერია და წასვლას არ აპირებს
უკეთესი კონტრაქტი მამარდაშვილს - გიორგი მესტალიაზე ბედნიერია და წასვლას არ აპირებს