მესი, ლებრონი, ფედერერი - 2022 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი
2022 წლის დადგომიდან მხოლოდ 5 თვე გავიდა, თუმცა ამის მიუხედავად სპორტსმენებმა ამ დროის განმავლობაში უკვე მიიღეს სოლიდური რაოდენობის ფინანსური მოგება როგორც კლუბებიდან, ისე სპონსორებისგან.
Forbes-მა 2022 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გამოავლინა, რომელსაც „კრისტალსპორტი“ გაგაცნობთ.
10. იანის ანტეტოკუნმპო - 78 მილიონი ევრო (38 მილიონი კლუბიდან, 40 მილიონი სპონსორებისგან).
9. ტომ ბრედი - 80 მილიონი ევრო (30 მილიონი კლუბიდან, 50 მილიონი სპონსორებისგან).
8. კანელო ალვარესი - 86 მილიონი ევრო (საგულისხმოა, რომ ამ თანხის 90% მექსიკელმა მოკრივემ რინგზე გამოიმუშავა).
7. როჯერ ფედერერი - 87 მილიონი ევრო (იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდას 2022 წელს ფაქტობრივად არ უთამაშია, როჯერმა შემოსავალი მთლიანად სპონსორებისგან მიიღო).
6. კევინ დურანტი - 88 მილიონი ევრო (40 მილიონი ბრუკლინისგან, 48 მილიონი სპონსორებისგან).
5. სფეტ კარი - 89 მილიონი ევრო (44 მილიონი გოლდენ სტეიტისგან, 45 მილიონი სპონსორებისგან).
4. ნეიმარი - 90 მილიონი ევრო (67 მილიონი პსჟ-სგან, 23 მილიონი სპონსორებისგან).
3. კრიშტიანუ რონალდუ - 110 მილიონი ევრო (57.5 მილიონი „მან. იუნაიტედისგან“, 52.5 მილიონი სპონსორებისგან).
2. ლებრონ ჯეიმსი - 116 მილიონი ევრო (40 მილიონი „ლეიკერსიდან“, 76 მილიონი სპონსორებისგან).
1. ლიონელ მესი - 124 მილიონი ევრო. 34 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა 72 მილიონი პსჟ-სგან როგორც ხელფასის სახით, ისე მაისურების გაყიდვებიდან მიღებული სარგებელით მიიღო, 52 მილიონის შემოსავალი კი სპონსორებისგან ნახა.