ჩემპიონთა ლიგა, ალექსანდრ ჩეფერინი
Aa
Aa

36 გუნდი - UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი დაამტკიცა

UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი დაამტკიცა, რომლის მიხედვით ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ძირითად ბადეში გუნდების რაოდენობა 32-დან 36-მდე გაიზრდება. დამატებით 4 ადგილს ის ქვეყნები მიიღებენ, რომლებიც ევროტურნირების ბოლო გათამაშებაში წარმატებულად ითამაშებენ. 

თითოეული გუნდი 8 შეხვედრას გამართავს (4 - შინ, 4 - სტუმრად). კონკრეტული ერთი გუნდი რვა სხვადასხვა მეტოქის წინააღმდეგ ითამაშებს. მოქმედი სისტემა 4-გუნდიან ჯგუფს გულისხმობს, სადაც თითოეული გუნდი სამ გუნდთან ორ დაპირისპირებას მართავს (შინ და სტუმრად).

1-8 ადგილზე გასული კლუბები 1/8-ფინალში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ, 9-24 ადგილზე გასული კლუბები ორმატჩიან ფლეი-ოფში 1/8-ფინალში გასული კლუბის ვინაობას გაარკვევენ. მერვედფინალური ეტაპიდან გათამაშება მოქმედი სისტემის მიხედვით გაგრძელდება.

აღნიშნული ცვლილებები 2024-25 წლების სეზონში ამოქმედდდება. სიახლეები ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ტურნირებსაც შეეხება. სისტემა ანალოგიური იქნება, ევროპა ლიგაზე ერთი გუნდი 8 სხვადასხვა მეტოქესთან ითამაშებს (4-შინ, 4- სტუმრად), ხოლო კონფერენს ლიგის ძირითად ბადეში თითოეული გუნდი 6 სხვადასხვა გუნდთან 6 მატჩს ჩაატარებს (3 - შინ, 3 - სტუმრად).

UEFA-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა:

''მჯერა, ახალი ფორმატის პირობებში გარემო უფრო დაბალანსებული გახდება, კონკურენცია გაიზარდება, ტურნირის შემოსავალი სოლიდური იქნება, რომელიც კლუბებსა და ჩემპიონატებზე გადანაწილდება. ახალ ფორმატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთსულოვნად მივიღეთ''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანალიზი - რატომ არ იქნება დიბალა მოღალატე თუ ინტერში გადავა?
ანალიზი - რატომ არ იქნება დიბალა მოღალატე თუ ინტერში გადავა?