მანჩესტერ სიტი, პატრის ევრა, პეპ გუარდოლა
Aa
Aa

ევრა: "მიხარია, რომ გუარდიოლა არასდროს მწვრთნიდა"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი პატრის ევრა ამბობს, რომ პეპ გუარდიოლა ზედმეტი ტაქტიკური მონახაზებით თავის მოთამაშეებს ზღუდავს.

პატრისმა ესპანელი სპეციალისტი ღიად გააკრიტიკა, ტაქტიკა დაუწუნა და განაცხადა, რომ ბედნიერია, რადგან მას პეპი არასდროს წვრთნიდა.

ევრა:

„პეპ გუარდიოლას დიდი პატივს ვცემ, მაგრამ მიხარია, რომ ის ჩემი მწვრთნელი არასდროს ყოფილა. ის თავის ფეხბურთელებს ბევრ რამეში ზღუდავს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს “Playstation-ს“ თამაშობს.

ის გეუბნება ყველაფერს, რაც უნდა გააკეთო. კარგად მახსოვს ტიერი ანრის შემთხვევა. პეპმა მას ფლანგზე ყოფნა დაავალა, თუმცა ანრი ცენტრში შეიწია, მესისთან ბურთი გაითამაშა და გოლი გაიტანა. პირველი ტაიმის შემდეგ გუარდიოლამ ტიერი სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ იმიტომ დასვა, რომ მისი მითითება არ შეასრულა.

რა თქმა უნდა, ის დიდებული სპეციალისტია, მაგრამ კარგად ვხედავთ რა შეუძლია მის გუნდს, როცა აგებს. „რეალთან“ ეს ნათლად გამოჩნდა. პეპ გუარდიოლას სათადარიგოთა გეგმა არასდროს აქვს. სწორედ ეს არის მისი წარუმატებლობის მიზეზი ჩემპიონთა ლიგაზე.“

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ განმეორებით მატჩში „მანჩესტერ სიტი“ მადრიდის „რეალს“ ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. „ქალაქელები“ 90-ე წუთამდე 1:0-ს იგებდნენ, თუმცა როდრიგო გოეშმა 1-წუთიან ინტერვალში ორი გოლი გაიტანა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სადაც კარიმ ბენზემამ პენალტი გაიტანა და „ბლანკოსი“ ფინალში გაიყვანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1923 წლის
1923 წლის "თეთრი ცხენის" სახელობის მატჩი - რა მოხდა ინგლისის თასის ფინალში?