გამარჯვებას აღნიშნავდა და მდინარეში გადახტა - ტრაგედია ფრანგულ რაგბში
Aa
Aa

გამარჯვებას აღნიშნავდა და მდინარეში გადახტა - ტრაგედია ფრანგულ რაგბში

ფრანგული კლუბის, „მონტობანის“ 32 წლის მორაგბე, კელი მეაფუა ტრაგიკულად დაიღუპა. საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის, Pro D2-ის ბოლო ტურის შეხვედრაში „მონტობანმა“ 48:40 იმარჯვა და ტრაგედია მატჩის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ დატრიალდა.

ფრანგული პრესის ინფორმაციით, მეაფუა თანაგუნდელ კრისტოფერ ვაოტოასთან ერთად, გამარჯვებას აღნიშნავდა და გაურკვეველ მიზეზთა გამო მდინარე ტარნში გადახტომა გადაწყვიტა. სამოელი მორაგბე დაახლოებით 20 მეტრი სიმაღლის ხიდიდან გადახტა და ინციდენტს ვერ გადაურჩა. ვაოტოამ მისი გადარჩენა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და ჰიპოთერმია განუვითარდა, რის გამოც საავადმყოფოში აღმოჩნდა და საბედნიეროდ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ფრანგულმა კლუბმა მომხდარი ოფიციალურად დაადასტურა და მეაფუას ოჯახის წევრებსა და ნათესავებს მიუსამძიმრა: „კლუბი შოკირებულია და ყველა მის მეუღლეზე, შვილებზე, თანაგუნდელებსა და იმ ადამიანებზე ფიქრობს, რომლებსაც ჩვენი გუნდი ძალიან უყვართ. კელი იყო მორაგბე, რომლის მიმართაც ყველას სიმპათია ჰქონდა. მას ცხოვრება უხაროდა და ეს გადამდები შეგრძნება იყო. დღეს, მორაგბე, მეგობარი და ძმა დავკარგეთ“.

მეაფუმ რაგბის თამაში 20 წლის ასაკში დაიწყო და Pro D2-ის წლევანდელ სეზონში, „მონტობანის“ მაისურით 24 შეხვედრა ჩაატარა, მის ანგარიშზე კი 8 ლელოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Mundo Deportivo-მ მამარდაშვილი ლა ლიგის ტურის სიმბოლურში შეიყვანა
Mundo Deportivo-მ მამარდაშვილი ლა ლიგის ტურის სიმბოლურში შეიყვანა