ტოჩინოშინი
Aa
Aa

წარუმატებელი სტარტი - ტოჩინოშინი იორიკირით დამარცხდა

სუმოში, ტოკიოში წლის მესამე სუპერტურნირი, ''ნაცუ ბაშო'' დაიწყო. პირველ შეხვედრაში ტოჩინოშინმა წარუმატებლად იასპარეზა, მე-10 მაეგაშირა ოკინოუმისთან იორიკირით დამარცხდა.

მარცხის მიუხედავად ტოჩინოშინს ოკინოუმისთან შეხვედრებში დადებითი ბალანსი აქვს, 19 დაპირისპირებიდან 11 მოიგო და 8 დათმო.

სუპერტურნირის მეორე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-10 მაეგაშირა ნიშიკიგი იქნება. მათი 8 შეხვედრიდან 5 ლევან გორგაძის გამარჯვებით დასრულდა, სამი შეხვედრა 31 წლის იაპონელმა მოიგო.

შეგახსენებთ, მიმდინარე ბაშოზე ქართველი სეკიტორი მე-9 მაეგაშირას წოდებით გამოდის. გასულ ბაშოზე ტოშინოშინი დასავლეთის მე-15 მაეგაშირა გახლდათ, თუმცა 15 შერკინებიდან 9-ში იმარჯვა და დაწინაურება გაინაღდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველად 2013 წლის შემდეგ - კანელო ალვარესი დამარცხდა
პირველად 2013 წლის შემდეგ - კანელო ალვარესი დამარცხდა