„კამერების გარეშე სხვანაირი იყო, კამერებთან - სხვანაირი“ - პიოტრ იანი დვალიშვილზე
Aa
Aa

„კამერების გარეშე სხვანაირი იყო, კამერებთან - სხვანაირი“ - პიოტრ იანი დვალიშვილზე

UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონი ყოფილმა ჩემპიონმა, პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. რუსი მებრძოლის სიტყვები Матч ТВ-იმ გაავრცელა და იანმა დვალიშვილთან შეხვედრა გაიხსენა, რომელიც ალჯამეინ სტერლინგთან ბრძოლამდე იყო.

„ვხედავ მერაბი რა ინფორმაციას ავრცელებს და მშვენივრად ვხვდები, ამას რატომ აკეთებს. ახლახან, ჰკითხეს ჩემთან ბრძოლა უნდოდა თუ არა, რაზეც განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის სხვა მეტოქე სურდა. ლაპარაკი ყველას შეუძლია, საქმის გაკეთება - არა.

დვალიშვილთან პრაქტიკულად კამერების გარეშე მივედი და მან ასეთი რამ მითხრა: „მალე ჩხუბი გაქვს, ყურადღება მასზე გადაიტანე“. ორი საათის შემდეგ, მერაბს ისევ შევხვდი, ოღონდ ამჯერად ჩვენ ირგვლივ კამერები იყო და დვალიშვილი ჩემკენ შეძახილებით გამოიქცა: „ვინმემ დამიჭირეთ, ვინმემ დამიჭირეთ“. უხეშად რომ ვთქვათ, ორი საათის წინ იგი სხვანაირი ადამიანი იყო, ორი საათის შემდეგ - სხვანაირი.

ჩემთვის ნებისმიერ მებრძოლთან ჩხუბი საინტერესოა. თუ ჩემი მომდევნო მეტოქე მერაბი იქნება, ოქტაგონზე გავალ და ვიბრძოლებ, თუმცა ახლა ჩემი პრიორიტეტი ტოპ 5-ის წევრთან დაპირისპირებაა. თუ მერაბი გაიმარჯვებს და რეიტინგში მომიახლოვდება, რა თქმა უნდა, მასთან ვიბრძოლებთ“.

ცნობისთვის, იანს კარიერაში 19 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 16 მოგება და 3 წაგებაა. რუსი მებრძოლი ბოლოს ალჯამეინ სტერლინგს დაუპირისპირდა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონაში გადასვლა გამოირიცხა - შენგელია იტალიაში რჩება
ბარსელონაში გადასვლა გამოირიცხა - შენგელია იტალიაში რჩება