ჩაკვე სლოვანში მიდის
ჩაკვე სლოვანში მიდის
ხესე და ბერიძე ერთად
ხესე და ბერიძე ერთად
ჰალ სიტი გაძლიერდა
ჰალ სიტი გაძლიერდა
რენატომ პსჟ აირჩია
რენატომ პსჟ აირჩია
ქეცბაია კვიპროსის ნაკრებს ჩაიბარებს
ქეცბაია კვიპროსის ნაკრებს ჩაიბარებს
ბეილი MLS-ში წავიდა
ბეილი MLS-ში წავიდა
ტევესის მძიმე ბავშვობა
ტევესის მძიმე ბავშვობა
ევროპა უნდა დავიპყრო
ევროპა უნდა დავიპყრო
წივწივაძე ევროპის ჩემპიონია
წივწივაძე ევროპის ჩემპიონია
რონალდუ არ მიდის
რონალდუ არ მიდის
ბასილაშვილი უიმბლდონს იწყებს
ბასილაშვილი უიმბლდონს იწყებს
დიბალა და კვარა ერთ გუნდში?
დიბალა და კვარა ერთ გუნდში?
როგორია ხვიჩას ნაპოლის განრიგი
როგორია ხვიჩას ნაპოლის განრიგი
ლევანდოვსკის რონალდუ ჩაანაცვლებს
ლევანდოვსკის რონალდუ ჩაანაცვლებს
ბეილი კარდიფში?
ბეილი კარდიფში?
მარსელო რეალიდან წავიდა
მარსელო რეალიდან წავიდა
კვარაშოუ და კვარამაგია
კვარაშოუ და კვარამაგია
რევანში აღებულია
რევანში აღებულია
თოფურია UFC-ის ამომავალ ვარსკვლავებში
თოფურია UFC-ის ამომავალ ვარსკვლავებში
ნადალი ჩემპიონია
ნადალი ჩემპიონია
„ჩემს მეგობარს გაუფრთხილებლად დაესხა თავს“ - რუსი მებრძოლი ჯოჯუასთან კონფლიქტს იხსენებს
Aa Aa
4 მაისი 2022  |  17:57

„ჩემს მეგობარს გაუფრთხილებლად დაესხა თავს“ - რუსი მებრძოლი ჯოჯუასთან კონფლიქტს იხსენებს

ცნობილმა რუსმა ქალმა მებრძოლმა, ზაირა დიშეკოვამ MetaMMA-სთან ინტერვიუს დროს ლიანა ჯოჯუას შესახებ ისაუბრა. დიშეკოვა თვლის, რომ ლიანა UFC-ის დონის მებრძოლი არ არის და უმაღლეს საბრძოლო ჩემპიონატში უბრალო გამართლებით მოხვდა. 25 წლის მებრძოლი ასევე ამბობს, რომ ჯოჯუასთან შეხვედრა ძალიან უნდა.

„ჩემთვის ყველაზე საინტერესო UFC-ის მებრძოლებთან დაპირისპირებაა. იქ ბევრი ძლიერი სპორტსმენია და შესაბამისად, ეს ორგანიზაცია მსოფლიოში საუკეთესოდ ტყუილად არ ითვლება. ვფიქრობ, იქ უმიზეზოდ და დაუმსახურებლად არავინ ხვდება. თუმცა... მაინც არის ერთი მებრძოლი. როგორც მე გამიმართლა ACB ლიგაში რომ მოვხვდი, ისე გაუმართლა მას UFC-ში მოხვედრა. ალბათ, ხვდებით ვისზეც ვამბობ, ეს ლიანა ჯოჯუაა. არ მინდა მასზე უხეშად საუბარი. მე ახლა დავინახე, რომ UFC-ის დონისთვის მზად არ ვარ. ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი UFC-ში უბრალოდ წევრობა, მსურს, რომ ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინო. როცა ლიანა კონტრაქტზე ხელს აწერდა, ის ამ დონისთვის მზად არ იყო.

ის ჩემთვის საინტერესო მეტოქე იქნება, მით უმეტეს ახლა, როდესაც ის ახლა UFC-ის ყოფილი მებრძოლია. თავიდან, ARES-ში უნდოდათ, რომ პირველი ბრძოლა ჩემთან ჰქონოდა, ეს ჩემი სურვილიც იყო.  ვბრაზობდი, რომ ასე არ მოხდა, მაგრამ ეს მწვრთნელის გადასაწყვეტი იყო და ვალდებული ვიყავი მას დავმორჩილებოდი. იმედი მაქვს მეორე ბრძოლა ჩემთან ექნება“, - ამბობს რუსი მებრძოლი.

ზაირა დიშეკოვამ ლიანა ჯოჯუასთან, რამდენიმე წლის წინ მომხდარი ინციდენტი გაიხსენა და ამტკიცებს, რომ ქართველი მებრძოლი მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდა.

„ჩვენს შორის კონფლიქტი არ ყოფილა. უბრალოდ, სოციალურ ქსელში ხალხი ხელოვნურად ქმნიდა ხმაურს, ჩვენი ჩხუბის ნახვა უნდოდათ. ეს ხელოვნური კონფლიქტი მხოლოდ მაშინ იწყებოდა, როდესაც კომენტარს აკეთებდა ჩემს ჩხუბზე, ოღონდ არა უხეშად. ლიანას მოხნატკინასთან გამარჯვებამ UFC-ის კარი გაუხსნა. მას ვესაუბრე და ვერ ვიტყვი, რომ „ვარსკვლავური დაავადება“ ჰქონდა, ის ისეთივე ჩვეულებრივი გოგონა იყო, როგორიც მე. იმ პერიოდში, როდესაც ეს დაძაბულობა იყო, მას გაურკვეველი ჭორები და პროვოკაციები მართავდა. მისი მხრიდან იყო ბევრი პროვოკაციული ვიდეო, გარკვეულწილად ბინძური ხასიათისაც. ამაში მისი მეგობარი, დიანა ავსაგაროვაც მონაწილეობდა. რაღაც გაურკვეველი ვიდეო გადაიღეს ჩემი მისამართით. ერთხელ, როდესაც სოციალურ ქსელში ლაივ-ჩართვა მქონდა, ვიღაცამ ლიანაზე რაღაც თქვა და ჩემმა მეგობარმაც დააკომენტარა, რომ „თავისი ქართული ცხვირი არ ჩაეყო იქ, სადაც არ იყო საჭირო“. ამის შემდეგ ლიანამ დამირეკა, რის შემდეგაც შეხვედრა და საუბარი გადავწყვიტეთ.

შეხვედრაზე ჩემს მეგობართან ერთად მივედი, ლიანა კი მას გაუფრთხილებლად, ყოველგვარი მიზეზგარეშე თავს დაესხა და მიაძახა - „ვინ ხარ და ვის ელაპარაკები ცხვირზეო“. მისი დაწყნარება ვცადე და თან ვუხსნიდი, რომ პროფესიონალი მებრძოლი იყო და ასეთი რამეებისთვის ყურადღება არ უნდა მიექცია. მისთვის ეს მდგომარეობა შეიძლება ცუდად დასრულებულიყო. ამ ინციდენტის შემდეგ მას 40 წუთის განმავლობაში ვესაუბრებოდი. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჭორები ამოძრავებდა“, - ამბობს დიშეკოვა.

შეგახსენებთ, რომ ლიანა ჯოჯუამ UFC 2021 წლის ნოემბერში დატოვა. კონტრაქტში გათვალისწინებული პირობებით, „მგელმა“ 4 ბრძოლა გამართა და მხოლოდ 1 შეხვედრაში მოახერხა გამარჯვება, რის გამოც ორგანიზაციამ მას კონტრაქტი აღარ გაუგრძელა.

ქართველმა მებრძოლმა კონტრაქტი ახალ შერეული ორთაბრძოლების ორგანიზაცია ARES-თან გააფორმა და პირველ შეხვედრას 20 მაისს, რუს დარია შელეზნიაკოვას წინააღმდეგ გამართავს.

რაც შეეხება ზაირა დიშეკოვას, 25 წლის რუსმა მებრძოლმა MMA-ს ეგიდით 10 ორთაბრძოლა გამართა და 7 შემთხვევაში მოახერხა გამარჯვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო
ასევე დაგაინტერესებთ
ლიანა ჯოჯუა: „მერაბს იანისთვის ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია
ლიანა ჯოჯუა: „მერაბს იანისთვის ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია"