ლივერპული, ვილიარეალი
Aa
Aa

ლივერპული ფინალშია - მერსისაიდელთა ''ქამბექი'' ესპანეთში

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სტადიის საპასუხო მატჩში ''ვილიარეალი'' შინ ''''ლივერპულთან'' 2:3 დამარცხდა. იურგენ კლოპის გუნდი ფინალში გავიდა, რომელიც ''პარკ დე პრენსზე'' 28 მაისს გაიმართება.

იურგენ კლოპის გუნდმა ''ენფილდზე'' 2:0 მოიგო, თუმცა ''სერაკიმაზე'' პირველი ტაიმი უნაი ემერის გუნდის უპირატესობით განვითარდა, მე-4 წუთზე ბულაი დიამ ანგარიში გახსნა.

2018 წლის აპრილში ჩემპიონთა ლიგაზე ''მან. სიტიმ'' ''ლივერპულს'' 01:57 წუთზე გაუტანა. მას შემდეგ მერსისაიდელებს ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე სწრაფი გოლი დიამ გაუტანა, მან 02:51 წუთზე გახსნა ანგარიში.

41-ე წუთზე კოკელნიმ სხვაობა ორამდე გაზარდა, ორმატჩიან დაპირისპირებაში ანგარიში გათანაბრდა. 30 წლის ფრანგმა ჩემპიონთა ლიგაზე 39 მატჩი ჩაატარა და პირველი გოლი შეაგდო.

62-ე წუთზე ფაბინიომ სხაობა შეამცირა, ახლო კუთხეში შეაგდო, რასაც ლუის დიაზისა (67) და სადიო მანეს (74) გოლები მოყვა.

''ლივერპულმა'' მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით ჩატარებულ 59 მატჩში 139 გოლი გაიტანა, რაც ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით კლუბის რეკორდია.

86-ე წუთზე არბიტრმა ეტიენ კაპუს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა. აღსანიშნავია, რომ ''ვილიარეალის'' ორივე გოლისას საგოლე პასი კაპუს ანგარიშზეა, თუმცა მატჩის მიწურულს გააძევეს და დარჩენილი დრო ემერის გუნდმა რიცხვობრივ უმცირესობაში გაატარა.

''ლივერპული'' ფინალში ''მან. სიტისა'' და ''რეალს'' შორის გამარჯვებულს შეხვდება. პირველი მატჩი გუარდიოლას გუნდმა შინ 4:3 მოიგო. საპასუხო მატცი 4 მაისს, მადრიდში გაიმართება, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები