შავი ლომი
Aa
Aa

სუპერ თასი | შავმა ლომმა ფინალისთვის მზადება დაიწყო

პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი „შავი ლომი“, რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალური მატჩის წინ, „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეკრებაზე შევიდა.

სუპერ თასი წელს პირველად იმართება და 9 თვის წინ დაარსებულ „შავ ლომს“ ისტორიაში პირველი ტიტულის მოპოვების შანსი აქვს, თუმცა იგივე ითქმის მეტოქეზე, პორტუგალიურ ფრენჩაიზ „ლუზიტანუშზე“, რომელიც ამ ქვეყნის ნაკრების წევრებისა და კანდიდატებითაა დაკომპლექტებული.

თამაში ლისაბონში იმართება, რადგან ჩვენმა მომავალმა მეტოქემ, დასავლეთ კონფერენციის ჯგუფში ექვსივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და დებულების თანახმად, მასპინძლობის უფლება მოიპოვა. „ლუზიტანუშმა“ ნახევარფინალში „თელავივ ჰითს“ უმასპინძლა და 42:26 სძლია, „შავმა ლომმა“ კი ესპანურ „იბერიანს“ 43:40 აჯობა.

ჩვენი გუნდის 33-ივე წევრი თავს კარგად გრძნობს და გასულ კვირაში ყოველდღიურ რეჟიმში ვარჯიშობდა, თამაშის კვირაში კი, მზადების დასკვნით ეტაპზე შეკრებაზე შევიდა. „შავი ლომი“ პორტუგალიაში 5 მაისს მიემგზავრება, მეორე დღეს კაპიტნის ვარჯიშს გამართავს, ფინალური შეხვედრა კი 7 მაისს, საქართველოს დროით 18:00 საათზე დაიწყება.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი დარწმუნებულია, რომ „შავ ლომს“ მეტოქის დაჯაბვნა ყველა კომპონენტში შეუძლია, თასს კი ის გუნდი შემართავს, ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს.

რას ამბობს მაისაშვილი:

„ფინალი თავისი არსით სპეციფიურია და გამარჯვებას ის გუნდი მოიპოვებს, ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს. დიდ დროს ვუთმობთ მეტოქის თამაშის ანალიზს და უფრო დიდ დროს ჩვენს თამაშს. ვიცით, რომ პორტუგალიელები ძლიერები არიან არეულ, სწრაფ თამაშში. ამიტომ მნიშვნელოვანია მოთმინება, დისციპლინა და ნაკლები შეცდომის დაშვება. „შავ ლომს“ პირველი ტიტულის მოგების შანსი აქვს და ამისათვის სრული სერიოზულობით ვემზადებით“.

„მეტოქის დაჯაბვნა ყველა კომპონენტში შეგვიძლია, როგორც ძალისმიერ, ასევე ტექნიკურ თუ ტაქტიკურ ასპექტში. მთავარია ჩვენი გეგმა ზედმიწევნით ზუსტად შევასრულოთ. განვლილი თამაშების შედეგები აჩვენებს, რომ „ლუზიტანუში“ კარგი გუნდია, მან ორჯერ დაამარცხა „იბერიანსი“ და ფინალსაც საკუთარ მოედანზე მართავს. ის იმავე პრინციპითაა დაკომპლექტებული, როგორითაც ‘შავი ლომი’, მრავლად ყავს პორტუგალიის ნაკრების მოთამაშეები, თუმცა ჩვენ ამ გამოწვევისთვის მზად ვართ“.

„შავი ლომი“ შეკრებაზე

პირველი ხაზი: მიხეილ ორაგველიძე, გოგა ქადარია, ნიკა ხატიაშვილი; შალვა მამუკაშვილი, თენგიზ ზამთარაძე; გიორგი პერტაია, ნიკა პატარაია, ნიკა აბულაძე, მიხეილ წიკლაური.

მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ჯაიანი, მიხეილ ბაბუნაშვილი, იოსებ გუშარაშვილი.

მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი, ნიკო აფციაური, ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, თორნიკე აქუბარდია.

9-10: თენგიზ პერანიძე, გიორგი ბეგაძე; გიორგი ბაბუნაშვილი, დავით მოძღვრიშვილი, ლუკა მატკავა.

12-13: მერაბ შარიქაძე, დემურ თაფლაძე, ლაშა ლომიძე, გურამ ქანდაურაშვილი.

11-14: აკაკი ტაბუცაძე, სანდრო სვანიძე, სანდრო თოდუა, ოთარ ლაშხი, მირიან მოდებაძე.

15: ლაშა ხმალაძე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცნობილია, ვინ განსჯის საქართველოსა და იტალიის სარაგბო მატჩს
ცნობილია, ვინ განსჯის საქართველოსა და იტალიის სარაგბო მატჩს