მინო რაიოლა, მარიო ბალოტელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი
Aa
Aa

კაცი ალ კაპონეს 8 მილიონიანი სასახლიდან - რა გვემახსოვრება მინოს შესახებ

ამ დღეებში ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რომელმაც თავისი საქმე ძალიან მაგრად იცოდა და ცხოვრებისგან სიამოვნებასაც იღებდა. ის მაიამიში 1929 წელს ალ კაპონეს საკუთრებაში მქონე სახლს ფლობდა. ეს ლამაზი სასახლე 8 მილიონ ევროდ შეიძინა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე ვარსკვლავის ხმაურიანი გარიგება დადო და თავისი წილი ბონუსი მიიღო...

ფეხბურთის ისტორიაში ალბათ ყველაზე ცნობილი სპორტული აგენტი, რომელთანაც უამრავი ვარსკვლავი მუშაობდა და ეს სია ყოველწლიურად იზრდებოდა - მინო რაიოლა 30 აპრილს, 54 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

მინო შესაძლოა ბევრს არ მოსწონდა და დიდი სიყვარულით არ სარგებლობდა, თუმცა თავის საქმეში საუკეთესო იყო და გარდა ამისა, მისი პირდაპირი, მოურიდებელი ხასიათიც ყოველთვის პრესისთვის საყვარელი თემა გახლდათ.

გთავაზობთ რაიოლას რამდენიმე ცნობილ და ხმაურიან გამონათქვამს ფეხბურთის ვარსკვლავების მისამართით (და არამარტო):

დაპირისპირებები პეპ გუარდიოლასთან

მინო რაიოლასა და პეპ გუარდიოლას შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი „ბარსელონაში“ გადავიდა და პეპმა ის თადარიგში დატოვა.

„პეპი, როგორც მწვრთნელი ფანტასტიკურია, როგორც ადამიანი ის აბსოლუტური ნულია. იგი მშიშარა ძაღლია“. - ამბობდა რაიოლა.

„კრუიფი და გუარდიოლა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ერთად უნდა წავიდნენ, გაჩუმდნენ, დასხდნენ და ბანქო ითამაშონ“. - ეს ფრაზაც მინოს ეკუთვნის.

ბალოტელის შესახებ

რაიოლას ბალოტელის აგენტიც გახლდათ. „სუპერმარიოს“ სულელური ქმედებების შესახებ ყველას კარგად მოეხსენება. ერთხელ, როცა „ბალო“ მორიგი გუნდიდან გაუშვეს, რაიოლამ თქვა: „მე გამოსავალი მაქვს - მას ენას ამოვაჭრი“.

კლოპის შესახებ

რაიოლამ კლოპსაც შეუტია, როცა გერმანელს ბალოტელისთან ურთიერთობა გაუფუჭდა:

„დღის ბოლოს ლივერპულის მენეჯერებმა აღიარეს, რომ კლოპი უსამართლო იყო. მე არ ვაპირებ მას, როგორც მწვრთნელის განსჯას, ჩემთვის ის შესანიშნავი ტაქტიკოსია, მაგრამ არ მგონია, რომ მიხვდა, რაზე ვსაუბრობთ ჩვენ. ადამიანზე. მარიო სამაგალითო იყო, არასოდეს წუწუნებდა, როცა მარტო სავარჯიშოდ უშვებდნენ. ცხადია, კლოპი უსამართლო იყო, ის ნაგავი იყო“.

ბარსელონას შესახებ

ისევ „ბარსა“, ზლატანი და რაიოლა. იბრას კატალონიური კარიერა ცუდად განვითარდა და ცუდადაც დასრულდა. რაიოლამ თავისი სარკაზმი „ბლაუგრანასკენაც“ მიმართა:

„მე არ ვცემ პატივს კლუბს, რომელიც არ სცემს პატივს ჩემს ერთ-ერთ ფეხბურთელს".

იტალიის ნაკრების შესახებ

რაიოლა იტალიის ნაკრების მისამართითაც არ იშურებდა კრიტიკულ ფრაზებს. ერთხელ თქვა:

„ჩვენ გვყავს იტალიის ნაკრები, რომელიც ამაზრზენი და ძალიან სუსტია, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა გააკეთოს“.

FIFA-ს შესახებ

„ეს ორგანიზაცია ჰგავს კომუნისტ დიქტატორს, რომელიც ხალხს ეუბნება რა უნდა გააკეთონ. ხალხმა უკვე გააცნობიერა, რა არის ეს. ოპოზიცია ფრონტალური და გამჭვირვალეა. ჩვენ ვმუშაობთ შვეიცარიის ასოციაციასთან, რადგან გვსურს მათთან ბრძოლა. აქ, შვეიცარიაში, სადაც არის ფიფა“.

იბრაჰიმოვიჩი და დონარუმა

მისი ყველა ფრაზა დაპირისპირებას როდი ემსახურებოდა, ასევე ქება-დიდებაც, ფრაზები, რომლებიც ისტორიაში შევიდა, როგორიც მან თქვა ზლატანზე: "იბრაჰიმოვიჩი მონა ლიზას ჰგავს".

იგივე მოხდა დონარუმას შემთხვევაშიც, რომელსაც ის წარმოადგენდა: „დონარუმა - ის ძვირფასია, როგორც მოდილიანის ნამუშევრები“.

„შეგიძლია მტერს აპატიო? ღმერთი აპატიებს მას. ჩვენი საქმე არის მოვაწყოთ მათი შეხვედრა“. - ეს უკვე ალ კაპონეს სიტყვებია. მინო რაიოლა მის მსგავსად შეხვედრების მოწყობის დიდოსტატი იყო, თუმცა მის მიერ მოწყობილი შეხვედრების შემდეგ, თითქმის ყოველთვის ორივე მხარე კმაყოფილი რჩებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იბრამ მითხრა, რომ მას სულ 3-4 ფეხბურთელი სძულდა და ერთ-ერთი კავანი იყო
„იბრამ მითხრა, რომ მას სულ 3-4 ფეხბურთელი სძულდა და ერთ-ერთი კავანი იყო"