ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, დიმიტრი გუბერნიევი
Aa
Aa

"ხვიჩა ნაპოლიში მარადონასავით იქნება, ის ხომ კოკორინი არ არის"

ცნობილმა სპორტულმა კომენტატორმა და ტელეწამყვანმა დიმიტრი გუბერნიევმა, რომელიც ომის დაწყების შემდეგ, რუსულ მედიას გაემიჯნა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და „ნაპოლიში“ ტრანსფერსაც შეეხო.

გუბერნიევმა „კვარასა“ და რუსეთის ნაკრების ფორვარდ ალექსანდრ კოკორინს შორის პარალელიც გაავლო.

„შესანიშნავია! ხვიჩა მარადონას მსგავსად იქნება, რომელიც ასევე ნაპოლიში თამაშობდა. მისით ბედნიერი ვარ. მას აქვს შესაძლებლობა ახალი სიმაღლეები დაიპყროს და ევროტურნირებზე ითამაშოს. შეძლებს ის ამას? დიახ, ალბათ შეძლებს, თუ ნაპოლი მას წაიყვანს. ის კოკორინი არ არის, ვფიქრობ, მას შეუძლია ითამაშოს“.

– გუბერნიევის სიტყვებს Match TV ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ზაფხულში „ნაპოლი“ ხვიჩას გაიფორმებს.

ლუჩიანო მოჯი კვარას აქებს

„იუვენტუსის“, „რომას“, „ნაპოლის“, „ლაციოსა“ და „ტორინოს“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ლუჩიანო მოჯიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მოჯი სტუმრად „ნაპოლის“ ოფიციალურ რადიოში იმყოფებოდა და სხვა თემებთან ერთად, ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერსაც შეეხო.

„რას ვიტყოდი ხვიჩა კვარაცხელიაზე? ჩემი აზრით, ის კარგი ფეხბურთელია და მას ყველაფერი აქვს, რათა შესანიშნავი მოთამაშე გახდეს.

ხვიჩა კვარაცხელიას კარგად ვიცნობ და იგი ტოპ კლუბში სათამაშოდ მზადაა. ხვიჩა ჩამოყალიბებული ფეხბურთელია და შეუძლია, ტოპ დონის მოთამაშე გახდეს. მას არაჩვეულებრივი საფეხბურთო შესაძლებლობები აქვს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვლადიმერ გუცაევი: ,,ხვიჩა ინსინიეზე უფრო სწრაფი და საინტერესო ფეხბურთელია
ვლადიმერ გუცაევი: ,,ხვიჩა ინსინიეზე უფრო სწრაფი და საინტერესო ფეხბურთელია"