ბექა მიქელთაძე
Aa
Aa

ერთ-ერთი საუკეთესო იყო - მიქელთაძის მე-13 გოლი ავსტრალიაში

ავსტრალიის A ლიგაში მაკარტური შინ ნიუკასლ ჯეტსთან 0:3 დამარცხდა. მესამე გოლი ქართველი ფორვარდის, ბექა მიქელთაძის ანგარიშზეა, რომელმაც სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, 73-ე წუთზე კი ახლო მანძილიდან ეფექტური დარტყმით მიმდინარე სეზონში მე-13 გოლი გაიტანა. ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა, ლიდერ ჯეიმი მაკლარენს მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩება.

Sofascore-მა მიქელთაძეს 7,9 დაუწერა. ამ შეფასებით, ორივე გუნდის მოთამაშეთა შორის ქართველი ფორვარდი მხოლოდ თანაგუნდელ მეკარეს, მაიკლ ვაიერს ჩამორჩა (8,5).

მიქელთაძე ავსტრალიაში სადებიუტო სეზონს ატარებს. მან 13 გოლი 22 მატჩში გაიტანა. მისი კარიერის ყველაზე შედეგიანი სეზონი 2017 წელს თბილისის დინამოში იყო, როცა საქართველოს ჩემპიონატის 35 მატჩში 15 გოლი შეაგდო. ავსტრალიაში პირადი რეკორდის გაუმჯობესების შესანიშნავი შანსი აქვს.

View this post on Instagram

A post shared by A-Leagues (@aleagues)

მას ლეგიონერის სტატუსით კვიპროსზე, რუსეთსა და საბერძნეთში უთამაშია, თუმცა მისი უცხოური კარიერიდან საუკეთესო მიმდინარე სეზონია.

მიქელთაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. 2020 წელს ესტონეთთან და სომხეთთან ცვლილებაზე ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ახლა მხოლოდ ზეიმის დროა'' - მიქაუტაძის გოლით სერენი ელიტაში დარჩა
''ახლა მხოლოდ ზეიმის დროა'' - მიქაუტაძის გოლით სერენი ელიტაში დარჩა