როჯერ ფედერერი
Aa
Aa

უიმბლდონი გამოირიცხა - ფედერერი ოქტომბერში ბაზელის ტურნირზე დაბრუნდება

2021 წლის 7 ივლისის შემდეგ ლეგენდარულ როჯერ ფედერერს ჩოგბურთი აღარ უთამაშია. შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა უკანასკნელად უიმბლდონზე ითამაშა, სადაც ჰურკაჩთან სამ სეტში დამარცხდა.

დღეს, ცნობილი გახდა, რომ როჯერი კორტს სულ მალე დაუბრუნდება. ლეგენდარული შვეიცარიელი სამშობლოში ბაზელის ტურნირზე იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ფედერერმა მუხლის ოპერაციის გამო ამერიკის ღია პირველობა და ავსტრალიის ღია პირველობა გამოტოვა და ახლა ATP-ის რეიტინგში 1120 ქულით მე-40 ადგილს იკავებს.

როჯერის დაბრუნება, რა თქმა უნდა, სასიხარულოა, თუმცა ამ ინფორმაციით ისიც ნათელი გახდა, რომ ის უიმბლდონზე ვერ იასპარეზებს. ბაზელის ტურნირი კი მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს დაიწყება და 30-ში დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უიმბლდონის გადაწყვეტილებას მხარს ვერ დავუჭერ“ - ნოვაკ ჯოკოვიჩი
„უიმბლდონის გადაწყვეტილებას მხარს ვერ დავუჭერ“ - ნოვაკ ჯოკოვიჩი