კრივი, დილიან უაითი, ტაისონ ფიური
Aa
Aa

„ყველაფრის უფლებას აძლევენ, მან არალეგალურად მოიგო“ - დილიან უაითი ფიურისთან მარცხზე

ორი დღის წინ, WBC-ის მძიმე წონის საჩემპიონო ორთაბრძოლაში გულშემატკივარმა ტაისონ ფიურისა და დილიან უაითის დაპირისპირება იხილა.

ტაისონ ფიურიმ მე-6 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა და საჩემპიონო ქამარსაც დაესაკუთრა.

ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ დილიან უაითმა განაცხადა, რომ ფიურიმ მის წინააღმდეგ აკრძალული ილეთი გამოიყენა, რამაც დამარცხებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა:

„როდესაც აპერკოტი დამარტყა შევბარბაცდი, შემდეგ კი ხელი მიბიძგა და წამაქცია. შედეგად თავი დავარტყი და გავითიშე, ეს არალეგალური ქმედება იყო... ეს არ არის ჭიდაობა, ეს არის კრივი!

სამწუხაროდ, მას ყოველთვის აძლევენ უფლებას გააკეთოს ის, რაც უნდა. როდესაც მიბიძგა და წამაქცია, მსაჯთან მივიდა და უთხრა, რომ ჩემთვის ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობა არ მოეცათ...

იმედი მაქვს კარიერას არ დაასრულებს, რადგან შურისძიება მინდა“, - ციტირებს უაითის სიტყვებს Boxingnews24.

შეგახსენებთ, რომ ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ ტაისონ ფიურიმ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

ტაისონ ფიურის და დილიან უაითის ორთაბრძოლა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიური: მოხუცი, მელოტი ბიჭი ვარ და მივდივარ, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი კარიერით
ფიური: მოხუცი, მელოტი ბიჭი ვარ და მივდივარ, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი კარიერით