ევროპის ჩემპიონატი, წყალბურთი
Aa
Aa

წყალბურთი | გაირკვა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები

წყალბურთის ევროპის ჩემპიონატს 27 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ხორვატიის ქალაქი სპლიტი უმასპინძლებს. უკვე გაირკვა, რომ ტურნირზე საქართველოს ეროვნული ნაკრები A ჯგუფში ითამაშებს, სადაც მეტოქეობას მსოფლიო ჩემპიონ იტალიას, მონტენეგროსა და სლოვაკეთს გაუწევს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ბელარუსი ანგარიშით - 25-5 დაამარცხა, მეორე ტურში პოლონეთს დამაჯერებლად სძლია (22-1), მესამე ტურში კი სლოვაკეთის წინააღმდეგ, მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა (18-16). ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ზედიზედ მესამე გამარჯვების შემდეგ კი ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა და აღნიშნულ ტურნირზე ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო ასევე ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე - საწყლოსნო სპორტის სახეობათა საერთაშორისო ფედერაციამ (FINA) რუსეთის წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან რუსეთ-უკრაინას შორის არსებული საომარი მდგომარეობის მიზეზით მოკვეთა. აღნიშნულ მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთს ჩვენი ქვეყანა შეცვლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,გიორგი მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეა
,,გიორგი მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეა" | რას წერს ვალენსიას გულშემატკივარი