მაიამი ჰიტი, ჯიმი ბატლერი, ტრეი იანგი, სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, გოლდენ სტეიტ უორიორსი, ბემ ადებაიო, პი ჯეი ტაკერი, დენვერ ნაგეთსი, ნიკოლა იოკიჩი
Aa
Aa

NBA-ის პლეიოფები - მაიამი მომდევნო ეტაპთან ახლოსაა, დენვერი ბოლომდე იბრძვის

აღმოსავლეთ კონფერენციის პირველადგილოსანი, „მაიამი ჰიტი“ მომდევნო ეტაპზე თამაშს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. ფლორიდელებმა „ატლანტა ჰოუქსთან“ გამართული სერიის მე-4 შეხვედრაში მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს, 110:86 იმარჯვეს და 3:1 დაწინაურდნენ.

„მაიამის“ წარმატებაში უდიდესი წვლილი ჯიმი ბატლერმა შეიტანა, რომელმაც აქტივში 36 ქულა, 10 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა ჩაიწერა. მის გარდა, ყველაზე მეტი, 14-14 ქულა ადებაიოსა და ტაკერს ჰქონდათ, ხოლო შტრუსი 12 ქულით გამოირჩა. „ატლანტას“ 24 ქულით დეანდრე ჰანტერმა ულიდერა. „ჰოუქსის“ გამთამაშებელს, ტრეი იანგს საშინელი მატჩი ჰქონდა და 9 ქულა, 1 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. „აის ტრეიმ“ 11-დან მხოლოდ 3 ბურთი ჩააგდო, 5 დაკარგვა ჰქონდა და საკუთარ გუნდს ბევრი ვერაფრით დაეხმარა.

მიმდინარე პლეიოფში პირველი გამარჯვება მოიპოვა „დენვერ ნაგეთსმა“, რომელმაც სერიის მეოთხე შეხვედრაში „გოლდენ სტეიტს“ 126:121 სძლია და ანგარიში 1:3 გახადა. ამერიკულმა პრესამ კოლორადოელთა წარმატებას „პრესტიჟის მოგება“ უწოდა, თუმცა „დენვერის“ ერთ-ერთი ლიდერის, უილ ბარტონის თქმით, ახლა მისმა გუნდმა იცის, „გოლდენ სტეიტი“ როგორ დაამარცხოს.

კალათბურთელთა სტატისტიკას რაც შეეხება, გამონაკლისი არც ეს მატჩი ყოფილა და „დენვერის“ რიგებში საუკეთესო კვლავინდებურად ნიკოლა იოკიჩი იყო - 37 ქულა, 8 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა. მონტე მორისმა 24 ქულა და 5 ასისტი დააგროვა, ხოლო აარონ გორდონის ანგარიშზე 21 ქულა, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა იყო. „გოლდენ სტეიტსის“ უკანახაზელებმა, სტეფ კარიმ და კლეი ტომპსონმა 33 და 32 ქულა დააგროვეს. უიგინსმა თავი 20 ქულასა და 6 მოხსნას მოუყარა, დრეიმონდ გრინმა კი 13 ქულა, 11 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.

ცნობისთვის, „მაიამისა“ და „ატლანტას“ მე-5 შეხვედრა 27 აპრილს გაიმართება და „ჰიტს“ საკუთარ კედლებში სერიის დახურვა შეეძლება. იგივე ვითარება გვაქვს „გოლდენ სტეიტისა“ და „დენვერის“ წყვილში და მათი მე-5 მატჩი 28 აპრილსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიური: მოხუცი, მელოტი ბიჭი ვარ და მივდივარ, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი კარიერით
ფიური: მოხუცი, მელოტი ბიჭი ვარ და მივდივარ, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი კარიერით