Aa
Aa

"კარიერას სხვა გუნდში არ დავასრულებ" - შერმადინი საკუთარ მომავალზე

ლენოვო „ტენერიფე“ ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგ ფორმაში შევიდა და ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ 6 მატჩი მოიგო. გუნდის გამოკვეთილი ლიდერი კი გიორგი შერმადინი გახლავთ, რომელმაც ადგილობრივ მედიასთან საუბრისას საკუთარ მომავალზე გაამახვილა ყურადღება.

რა თქვა შერმადინმა?

„ვფიქრობ, რომ კარიერას „ტენერიფეში“ დავასრულებ. თუ კლუბს ვენდომები, აქ სამუდამოდ დავრჩები. სხვაგან წასვლას არ ვაპირებ. „ტენერიფე“ ჩემი ბოლო გუნდი იქნება. ჩემი ოჯახი აქ თავს კარგად გრძნობს. ჯერჯერობით ამაზე ბევრს არ ვფიქრობ. არ ვიცი კიდევ რამდენი წელი ვითამაშებ კალათბურთს.“

შეგახსენებთ, „ტენერიფე“ რომ ACB ლიგის სატურნირო ცხრილში 29 ტურის შემდეგ, 38 ქულით მესამე ადგილზეა. ვიდორეტას გუნდი 2 ქულით მადრიდის „რეალს“ ჩამორჩება, ხოლო პირველ პოზიციაზე მყოფ „ბარსელონას“ 6-ით.

ცნობისთვის, „ბარსელონასა“ და „ტენერიფეს“ დაპირისპირება 24 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები