ამირ ხანი
Aa
Aa

„მეგონა მომკლავდნენ“ - მსოფლიოს ექს-ჩემპიონი გაძარცვეს

მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ორ წონით კატეგორიაში, ამირ ხანი მძარცველთა მსხვერპლი გახდა. ბრიტანელმა მოკრივემ მომხდარის შესახებ ინფორმაცია თავად გაავრცელა და განაცხადა, რომ მძარცველებმა იარაღი მიაბჯინეს და ეგონა, მოკვდებოდა.

„ახლახან, დასავლეთ ლონდონში, იარაღი მომადეს და საათი წამართვეს. ერთ-ერთ გზაზე ჩემს მეუღლესთან ერთად გადავდიოდი და ჩემკენ ორი მამაკაცი გამოემართა. ერთ-ერთმა საათი მომთხოვა და სახეზე იარაღი მომაბჯინა. მეგონა, მომკლავდნენ, მაგრამ მთავარია, მე და ჩემი მეუღლე უსაფრთხოდ ვართ.“

სხვათა შორის, ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, ხანმა სოციალურ ქსელებში თავისი ძვირადღირებული საათების ამსახველი ფოტოები გაავრცელა და პოლიციის ინფორმაციით, მას სწორედ ერთ-ერთი მათგანი მოჰპარეს. სამართალდამცველებს მომხდარზე გამოძიება დაწყებული აქვთ და რამდენიმე ეჭვმიტანილიც ჰყავთ.

შეგახსენებთ, რომ ხანს კარიერაში 40 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 34 მოგება და 6 მარცხია. 2011 წელს, მან IBF-ის საჩემპიონო ქამარი მოიგო, ხოლო მანამდე ჩემპიონი WBA-ის ეგიდით იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯანლუკა დი მარციო: „კვარაცხელიას ტრანსფერი დახურულია“
ჯანლუკა დი მარციო: „კვარაცხელიას ტრანსფერი დახურულია“