კვარაცხელიას შოუ საქართველოში - როგორ გამოეხმაურა ნეაპოლური პრესა ხვიჩას თამაშს
Aa
Aa

კვარაცხელიას შოუ საქართველოში - როგორ გამოეხმაურა ნეაპოლური პრესა ხვიჩას თამაშს

Crystalbet ეროვნული ლიგის მე-8 ტურში, „დინამო ბათუმმა“ „გაგრას“ უმასპინძლა და მეტოქე 5:2 დაამარცხა. მოქმედი ჩემპიონის რიგებში თავი გამოიჩინა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც დუბლი და შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. „კვარას“ მეორე გოლი ულამაზესი გახლდათ და ნეაპოლურ გამოცემებს მისი ბრწყინვალე ასპარეზობა უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ.

Tuttonapoli

„კვარაცხელიამ საქართველოში შოუ დადგა: ორი გოლი, ერთი შედეგიანი გადაცემა და ბევრი შესანიშნავი თამაში. ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის მომდევნო შენაძენი იქნება, მანამდე კი ქართველი ფეხბურთელი დინამო ბათუმის რიგებში ასპარეზობს. გაგრასთან გამართულ მატჩში, რომელიც დინამომ 5:2 მოიგო, ხვიჩა დომინირებდა. დუბლი, ასისტი და თამაში უმაღლეს დონეზე“.

Napolimagazine

„კვარაცხელიას შოუ გაგრას წინააღმდეგ. დუბლი, ასისტი და უმაღლეს დონეზე ასპარეზობა. აი, ასე ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ გაგრას წინააღმდეგ გამართულ მატჩში, რომელიც 5:2 დასრულდა“.

Calcionapoli24

„ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ნაპოლისთან ერთ ნაბიჯში იმყოფება, საქართველოში, დინამო ბათუმის რიგებში დომინირებს. ახალგაზრდა შემტევი არც თუ ისე მაღალი დონის ჩემპიონატში თამაშობს, მაგრამ ბრწყინვალედ ასპარეზობს. გაგრას წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, რუბინის ყოფილი ფეხბურთელი პირველი ტაიმის მთავარი პროტაგონისტი გახლდათ. მის ანგარიშზე არა მხოლოდ 2 გოლი, რომელთაგან ერთ-ერთი ბრწყინვალე დარტყმა იყო, არამედ შედეგიანი გადაცემაც იყო“.

Forzazzurri

„ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მომდევნო სეზონიდან ნაპოლის დაუკავშირდება, ბრწყინვალედ თამაშს განაგრძობს. დინამო ბათუმის 2001 წელს დაბადებულმა ფეხბურთელმა გაგრას წინააღმდეგ გამართულ მატჩში დიდებული თამაში აჩვენა. კვარაცხელია თავისი გუნდის მთავარი პროტაგონისტი გახდა და 5:2-ით მოგებულ შეხვედრაში დუბლით და ასისტით გამოირჩა“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ სადებიუტო გოლი მე-7 წუთზე გაიტანა და ფალავანდიშვილის გადაცემით ისარგებლა. 27-ე წუთზე „გაგრას“ კარი ულამაზესი დარტყმით აიღო, მე-4 წუთზე კი ფლამარიონს გაატანინა.

ფოტო: დინამო ბათუმის ფეისბუქ გვერდი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს არის უდიდესი ტკივილი, რაც კი მშობელმა შეიძლება განიცადოს“ - ტრაგედია რონალდუს ოჯახში
„ეს არის უდიდესი ტკივილი, რაც კი მშობელმა შეიძლება განიცადოს“ - ტრაგედია რონალდუს ოჯახში