მოულოდნელი ატმოსფერო - ბარსას ქომაგების პროტესტი კამპ ნოუზე
Aa
Aa

მოულოდნელი ატმოსფერო - ბარსას ქომაგების პროტესტი კამპ ნოუზე

ფრანკფურტის ''აინტრახტმა'' ხავის ''ბარსა'' ''კამპ ნოუზე'' დაამარცხა და ევროპა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას მოსალოდნელზე გაცილებით მეტი, ''აინტრახტის'' ათასობით ქომაგი დაესწრო.  ESPN-ის ცნობით, გერმანულმა კლუბმა 5 000 ბილეთი მიიღო, თუმცა მატჩს ''აინტრახტის'' 30 000-მდე ქომაგი დაესწრო.

''ბარსას'' ქომაგების ჯგუფმა (Grada d’Animació) ამ ფაქტის გამო პროტესტი გამოხატა, რაც შემდეგში გამოიხატა: 46-დან 55 წუთამდე სტადიონის ჩრდილოეთ ტრიბუნის პირველი იარუსი ცარიელი იყო.

იმ ფაქტს, რომ ქომაგთა დაახლოებით 50 პროცენტს ''აინტრახტის'' ქომაგები შეადგენდნენ, ''ბარსას'' პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ სამარცხვინო უწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ვითარებაში გაერკვევა, რის შემდეგაც კლუბი განცხადებას გააკეთებს.

შეგახსენებთ, გერმანიაში გამართული მატჩი 1:1 დასრულდა. საპასუხო შეხვედრაში ''ბარსა'' შინ 2:3 დამარცხდა. კოშტიჩის დუბლსა და ბორეს გოლს ხავის ფეხბურთელებმა მეორე ტაიმის დამატებულ წუთებზე უპასუხეს. ანგარიში ბუსკეტსმა შეამცირა, დეპაიმ კი მატჩის საბოლოო ანგარიში მე-11 დამატებულ წუთზე შეამცირა, თუმცა ხავის გუნდისთვის ''აინტრახტის'' ბარიერის დაძლევა შეუძლებელი აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხავი: ''სტადიონი ორად გაიყო, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს''
ხავი: ''სტადიონი ორად გაიყო, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს''