Aa
Aa
7 ივნისი 2017  |  15:07

"მარსელი" გაძლიერებას აპირებს

ფრანგული "მარსელი" ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აპირებს.

L'Equipe-ს ინფორმაციით, "ოლიმპიკის" პრიორიტეტი დაცვის ხაზის გაძლიერებაა. საამისოდ გუნდმა ორი მაღალი კლასის უკანახაზელი - ჟერემი მატიე და ბაკარი სანია შეიგულა.

მატიეს გადმოსაბირებლად გარკვეული თანხა იქნება საჭირო, აი სანია კი თავისუფალი აგენტია და მისი სამშობლოში დაბრუნება შედარებით იოლი საქმეა.

რუდი გარსიასთან ერთად "მარსელს" სერიოზული გეგმები აქვს და მომავალ წელს მისი პროგრამა მინიმუმი "ჩემპიონთა ლიგის" ზონაში მოხვედრა იქნება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები