"ბარსას" 3 მთავარი სატრანსფერო სამიზნე
AS-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „ბარსელონასთვის“ მთავარი სამიზნეები მარკო ვერატი, უსმან დემბელე და ნელსონ სემედო იქნებიან.
ამ სიაში სემედოს ნაცვლად ექტორ ბელერინი ფიგურირებდა, თუმცა როგორც გუშინ დაიწერა „ბარსასთან“ მოლაპარაკებებზე უარი თავად ფეხბურთელმა განაცხადა.
ვერატის ტრანსფერი დაახლოებით 70-80 მილიონ ევვროდ ფასდება, ნელსონ სემედო 50 მილიონის ფარგლებში ღირს, ხოლო დემბელეს გადასაბირებლად 30 მილიონი ევროა საჭირო.