წარმატებული სტარტი - გორგოძემ ბოგოტას ტურნირი მოგებით დაიწყო
Aa
Aa

წარმატებული სტარტი - გორგოძემ ბოგოტას ტურნირი მოგებით დაიწყო

ბოგოტას საერთაშორისო ტურნირის 1/16-ფინალურ ეტაპზე ეკატერინე გორგოძემ მსოფლიოს 683-ე ჩოგანი ხულიანა მონროი დამაჯერებლად, ორ სეტში 6:0, 6:3 დაამარცხა.

მიმდინარე ტურნირიზე გორგოძის შემდეგი მეტოქე მსოფლიოს 212-ე ჩოგანი, ბრაზილიელი ლაურა პოგოსი იქნება. შეხვედრა 6 აპრილს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

მოგეხსენებათ, გორგოძისა და რუმინელი ირინა ბარას წყვილი ძალიან წარმატებულია. ბოგოტას საერთაშორისო ტურნირის მერვედფინალში კამილა რახიმოვასა და იასნა საზიკოვას დუეტს დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, მარბელიას საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 92 742 ევროა, გორგოძე-ბარას წყვილი ჩემპიონი გახდა. ქართულ/რუმინულმა წყვილმა ფინალი მძიმე ბრძოლაში 6:4 3:6 10:6 მოიგო. ეკო და ირინა ჰაისენი კავას წყვილს დაუპირისპირდნენ. პირველი სეტი დაძაბული გამოდგა. დუეტები საკუთარ ჩაწოდებებს ხშირად თმობდნენ, თუმცა ყველაფერი მაინც გორგოძე-ბარას სასარგებლოდ დასრულდა.

ასევე გეტყვით, რომ ჩარლსტონის ტურნირიზე 1/32-ფინალურ ეტაპზე მარიამ ბოლქვაძე ამერიკელ ლორენ დევისთან 2:6, 3:6 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარბელიას ტურნირი - ეკო გორგოძე წყვილთა თანრიგის ჩემპიონია
მარბელიას ტურნირი - ეკო გორგოძე წყვილთა თანრიგის ჩემპიონია