Aa
Aa

"აიაქსის", "პორტოსა" და "ბლექბერნის" ყოფილმა ფეხბურთელმა თავის მოკვლა სცადა...

ცნობილმა სამხრეთ აფრიკელმა ფეხბურთელმა, ბენი მაკარტიმ, თავის მოკვლა სცადა. 

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ის გარდაიცვალა, თუმცა დღეს მის დასთან საუბრის შემდეგ, ერთ-ერთმა სამხრეთ აფრიკულმა საიტმა დაადასტურა, რომ მაკარტი ცოცხალია.

სუიციდის მცდელობა ნამდვილად იყო. მაკარტიმ თავის არეში დარტყმა მიიყენა, რაც, საბედნიეროდ, სასიკვდილო არ აღმოჩნდა.

ბენი მაკარტი ამჟამად 39 წლისაა. იგი სამხრეთ აფრიკის ნაკრების ღირსებას 1997-2012 წლებში იცავდა და 80 თამაშში 32 გოლი აქვს გატანილი.

მაკარტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში "ბლექბერნ როვერსში" ზურაბ ხიზანიშვილის თანაგუნდელი გახლდათ. მას კარიერის მანძილზე "აიაქსში", "სელტაში", "პორტოსა" და "ვესტ ჰემშიც" უთამაშია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები