მორიგი ტრაგედია - ომს უკრაინის წყალბურთის ნაკრების კაპიტანი შეეწირა
Aa
Aa

მორიგი ტრაგედია - ომს უკრაინის წყალბურთის ნაკრების კაპიტანი შეეწირა

უკრაინაში რუსეთის საომარი ქმედებები გრძელდება და ყოველდღე არაერთი უდანაშაულო ადამიანი იღუპება.. ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ ხშირად ვიგებთ ამა თუ იმ სპორტსმენის დაღუპვის ამბავს.

ერთ-ერთი ასეთი საშინელი ინფორმაცია დღეს გავრცელდა. როგორც მოგეხსენებათ, ყველაზე მძიმე ვითარება მარიუპოლში გახლავთ. დღეს, აღნიშნული ქალაქის დაბომბვას უკრაინის წყალბურთის ნაკრების კაპიტანი ევჰეენი ობედინსკი გარდაიცვალა. ევჰეენი 39 წლის იყო და სამი შვილი ჰყავდა..

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ 1 თვეში ორი უკრაინელი სპორტსმენი დაიღუპა. კიევის დაცვისას, 27 წლის მორაგბე ვოლოდიმირ სტელმახი გარდაიცვალა. უკრაინის კიდევ ერთი დიდი დანაკარგი კი კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონი მაქსიმ კაგალი გახლავთ, რომელიც მარიუპოლისთვის ბრძოლას შეეწირა.

ასევე, 27 მარტს რომ უკრაინაში რუსი ოკუპანტები, მსოფლიო კრივის ვარსკვლავის, WBA, WBO, IBF, IBO-ს ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის, ოლეკსანდრ უსიკის ბინაში დასახლდნენ. ინფორმაციას უსიკის მეუღლე, ეკატერინა უსიკი ავრცელებს და მეზობელთან მიმოწერის სურათსაც აქვეყნებს.

მისი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში ე.წ. კადიროველების დაჯგუფების წევრები შევიდნენ, გარშემო კი რუსული ტანკები და ჯავშანტექნიკაა განლაგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები