ჭიდაობა | როგორია საქართველოს შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
Aa
Aa

ჭიდაობა | როგორია საქართველოს შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

28 მარტიდან, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში სტარტს ევროპის ჩემპიონატი აიღებს, სადაც გულშემატკივარი ქართველ გამომსვლელებსაც იხილავს. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 10 სპორტსმენით დაკომპლექტდა:

ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ), თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ), ბექა ლომთაძე (65 კგ ),  ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ),  გიორგი სულავა (74 კგ),  ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ), ტარზან მაისურაძე (86 კგ),  მირიან მაისურაძე (92 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ),  გენო პეტრიაშვილი (125 კგ).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი იანტბელიძე; მწვრთნელები: დავით ოთიაშვილი, ლევან ჩერტკოევი, დავით ხურცია;

უნგრეთში 400-ზე მეტ მოჭიდავეს ელოდებიან, თუმცა ტურნირზე არ დაიშვებიან რუსი სპორტსმენები. აკრძალავა სპორტის აღნიშნულ სახეობასაც შეეხო, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის წარმომადგნელბის ნაწილი ტიტულის დაცვას ვერ შეძლებს. მიზეზი ყველასთვის კარგად ნაცნობი რუსეთ-უკრაინის ომია.

ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე 3 აპრილია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები