ანიელი
Aa
Aa

ანიელი "იუვეს" ფეხბურთელებს პრემიებს დაპირდა

ტურინის "იუვენტუსს" ევროტურნირი უკვე 21 წელია არ მოუგია. მას "ჩემპიონთა ლიგის" ბოლო 4 ფინალი ზედიზედ აქვს წაგებული. 

მოტივაცია ისედაც არ აკლიათ, მაგრამ მის კიდევ უფრო გასაზრდელად, "იუვეს" პრეზიდენტი, ანდრეა ანიელი, ფეხბურთელებს სოლიდურ პრემიებს დაპირდა. მან საამისოდ 9 მილიონი ევრო გადადო.

ტიტულის მოპოვების შემთხვევაში, "ბებერი ქალბატონის" თითოეული მოთამაშე 350 ათას ევროს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ 2 წლის წინ "ბარსელონასთან" ფინალური მატჩის წინ, ანიელის ფეხბურთელებისთვის 300-300 ათასი ევრო ჰქონდა გამოყოფილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები