მნიშვნელოვანი გამარჯვება - გორგოძე მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
Aa
Aa

მნიშვნელოვანი გამარჯვება - გორგოძე მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია

დასრულდა მაიამის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპი ქალთა თანრიგში. ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მოსახვედრად ეკო გორგოძე იბრძოდა. ქართველი ჩოგუბრთელი გადამწყვეტ მატჩში ჰარმონი ტანს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში სამ სეტში 6:2 3:6 7:6 დაამარცხა.

პირველი სეტი ქართველი ჩოგბურთელის კარნახით წარიმართა და ლოგიკური დასასრულიც ჰქონდა. მეორე სეტში ეკომ ბრეიკი შეასრულა და წინ გავიდა, მაგრამ შემდეგ ორი თავისი ჩაწოდება დათმო და სეტებს შორის ანგარიში გათანაბრდა.
გადამწყვეტ სეტში, იმ დროს, როდესაც ანგარიში 5:5 იყო, გორგოძემ თავისი ჩაწოდება ისევ წააგო, თუმცა უმალ უკუბრეიკი შეასრულა, თამაში ტაი-ბრეიკში გადავიდა და საბოლოო გამარჯვებას მიაღწია.

შეხვედრა 2 საათი და 25 წუთი გრძელდებოდა. საბედნიეროდ, ქართველი ჩოგბურთელი მაიამის მასტერსის ძირითად ბადეში იასპარეზებს.
ცნობისთვის, ეკომ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჰარმონ ტანის გარდა ავსტრალიელი მედისონ ინგლისი ასევე სამ სეტში 6:7 6:4 7:5 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები