სტახოვსკი:
Aa
Aa

სტახოვსკი: "რუსებს წინააღმდეგობას დიდხანს გავუწევთ, ერთადერთი საფრთხე ახლა ციდან მოდის"

უკრაინელმა ჩოგბურთელმა სერგეი სტახოვსკიმ, რომელიც ამჟამად კიევში იმყოფება და თავისი ქვეყნის დასაცავად იბრძვის, ვრცელი ინტერვიუს ჩაწერა მოახერხა და მსოფლიოს იმ ყველაფრის შესახებ უამბო, რასაც ამჟამად უკრაინელები განიცდიან.

როგორი მდგომარეობაა ახლა კიევში?

„ახლა ნული გრადუსია, მშვენიერი ცისფერი ცა... ჩვენ გვბომბავდნენ მთელი ღამის განმავლობაში და ყველა ეს ბომბი ეცემა სამოქალაქო სახლებზე. იყო მსხვერპლი და რამდენიმე დაშავებული. დაბომბვები რეგულარულად ხდებოდა, მაგრამ ბოლო ორი დღის განმავლობაში უფრო ინტენსიური გახდა. მანამდე გეტყვით, რომ გარკვეული სიმშვიდე იყო, რადგან ჩვენი საზენიტო სისტემა და ჩვენი რაკეტები საკმაოდ კარგად მუშაობს. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა მასშტაბით აპირებენ შეტევებისა და დაბომბვის გაზრდას“.

როგორ ფიქრობთ, რამდენად გაუძლებენ რუსეთის თავდასხმებს?

„ჩვენ წინააღმდეგობას დიდხანს გავუწევთ. რუსეთი ვერ შეძლებს უკრაინის ხელში ჩაგდებას, რადგან წინააღმდეგობა ყველგან არის. ის არის ქუჩებში, მშვიდობიან მოსახლეობასთან და ყველასთან ერთად. მთელი მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგაა. საკითხავია, რამდენი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ნახვა სურს მსოფლიოს ამ თავდასხმების დასრულებამდე. მხოლოდ ამას აქვს მნიშვნელობა. იმიტომ, რომ ერთადერთი, რაც ჩვენთვის ნათელია, არის ის, რომ რუსეთი არ აპირებს გამარჯვებას. მათ ამის მორალი არ აქვთ. არ იციან სად არიან და უკრაინელები გამარჯვებას აპირებენ. ჩვენი ხალხი იბრძვის თავისი თავისუფლებისთვის“.

ხარ, თუ არა შეშინებული? ოდესმე გიფიქრიათ დანებებაზე და სახლში წასვლაზე?

„რა თქმა უნდა, მეშინია. ვფიქრობ, მხოლოდ სულელებს არ ეშინიათ. მაგრამ, საბედნიეროდ, კიევში ჯვარედინი ცეცხლი არ არის, რადგან რუსული ჯარები ქალაქში ვერ შედიან. კიევის გარეუბანში ბევრი ბარიერია. ერთადერთი საფრთხე ახლა ციდან მოდის ბომბებიდან. შესაძლოა, რუსი ჯარისკაცების მცირე ჯგუფები ცდილობენ კიევამდე მისვლას, მაგრამ ჩვენთვის თითქოს ნადირობის სეზონი გაიხსნა. ყველამ იცის, რომ თუ ვხედავთ რუსების ჯგუფს, რომლებიც ქალაქში შესვლას ცდილობენ, ჩვენ მათზე უნდა ვინადიროთ. ეს არ არის მათთვის საუკეთესო ვარიანტი. უკან დაბრუნება - რა თქმა უნდა, ამაზე ვფიქრობდი. ყოველდღიურად ვფიქრობ ამაზე. სამი შვილი მყავს. მაგრამ ახლა ჩვენ ვართ საომარ მდგომარეობაში და ახლა 18-დან 60 წლამდე ვერც ერთი მოქალაქე ვერ დატოვებს ქვეყანას და სანამ ეს ომი გაგრძელდება, ჩვენ აქ ვიქნებით“.

რა არის პირველი, რასაც აპირებთ, როცა მთელი ეს საშინელება დასრულდება?

„უკან სახლში დავბრუნდები. დაბრუნდი ჩემს ოჯახთან, რათა აღარასოდეს მივატოვო ისინი“.

იღებთ მხარდაჭერას ჩოგბურთის სამყაროდან? რა იფიქრეთ, როცა ჯოკოვიჩმა მოგწერათ?

„მობილურზე მომწერა. მე მაქვს ყველა მოთამაშის ტელეფონის ნომერი, რადგან ჩვენ მრავალი წელი ვმუშაობდით ერთად და ასევე ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. ბევრი მესიჯი მივიღე ყველა იმ ჩოგბურთელისგან, ვისთანაც მითამაშია, ასევე ვეტერანი მოთამაშეებისგან, უმცროსებისგან. ყველა. და იყო წარმოუდგენელი მხარდაჭერა. რა თქმა უნდა არის ნოვაკიც. ის ძალიან დიდ მხარდაჭერას მიცხადებს, რადგან ის იყო ბავშვი, რომელიც გაიზარდა რაღაც საშინელების შუაგულში და მან იცის, რას გრძნობენ ჩვენი ბავშვები ახლა. ის იყო შთამაგონებელი და ძალიან დაფასებული ჩემი და ყველა უკრაინელის მიერ“.

რაფა ნადალი დაგიკავშირდათ?

„მე მივიღე შეტყობინებები მსოფლიოს თითქმის ყველა მოთამაშისგან“.

როგორ ფიქრობთ, რუსეთი და პუტინი გაბედავენ უკრაინის ფარგლებს გარეთ გასვლას?

„დიახ, დარწმუნებული ვარ, რომ თუ უკრაინა დაეცემა, ჩვენზე პატარა ქვეყნები, რომლებიც ევროპის მხარეს არიან, შემდეგ მათი ჯერი დადგება.

მნიშვნელოვანია, რუსმა ხალხმა დაინახოს, რომ ისინიც არიან პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც უკრაინაში ხდება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
World Rugby-მ უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა - კამპანიაში ჩაერთო დიმიტრი ბასილაიაც
World Rugby-მ უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა - კამპანიაში ჩაერთო დიმიტრი ბასილაიაც