ლიონელ მესი, ინტერ მაიამი
Aa
Aa

დუბლი და საგოლე პასი - მესიმ მონტრეალთან გაიბრწყინა

MLS-ის მორიგ ტურში ინტერ მაიამი მონტრეას ესტუმრა და 4:1 გაანადგურა. ამ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი ლიონელ მესიმ შეიტანა, რომელმაც დუბლი და საგოლე პასი მიითვალა. არგენტინელი სუპერვარსკვლავის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ანგარიში მე-2 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. თავი ოვუსუმ გამოიჩნა. 33-ე წუთზე ალენდემ მესის პასი გამოიყენა და წონასწორობა აღადგინა.

მე-40 წუთზე თავად ლეომ გაისროლა და დევიდ ბექჰემის გუნდი წინ გაიყვანა. მე-60 წუთზე სეგოვიამ სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა, ხოლო საბოლოო წერტილი ზუსტად 2 წუთში მესიმ დასვა.

ამ გამარჯვების შემდეგ, ინტერ მაიამის 32 ქულა დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში 32 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.

რაც შეეხება მესის, ის MLS-ში 12 გოლსა და 8 საგოლე გადაცემას ითვლის. ის ამ შედეგით ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზეა და ლიდერ სარიჯს 5 ქულით ჩამორჩება. შემდეგ ტურში ინტერ მაიამი ნიუ ინგლენდს ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“ეს უგუნურებაა“ - ნოიერმა დონარუმა გააკრიტიკა
“ეს უგუნურებაა“ - ნოიერმა დონარუმა გააკრიტიკა