''მჯერა, გამარჯვება მოვა'' - რონინიოს სოლიდარობა უკრაინას
Aa
Aa

''მჯერა, გამარჯვება მოვა'' - რონინიოს სოლიდარობა უკრაინას

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მოთამაშემ, რონინიომ უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა. მოთამაშემ ვიდეო ჩაწერა და Facebook-ში ატვირთა.

''ჩემო საყვარელო მეგობრებო, ჩემო საყვარელო უკრაინა, არც კი ვიცი ამ რთულ დროს რა ვთქვა. როგორ შევამსუბუქო თქვენი ტკვივილი, მაგრამ მჯერა, რომ ღმერთი თქვენს მხარეს არის და გამარჯვება მოვა. ჩვენ ყველანი თქვენთვის ვლოცულობთ. გეხვევით, დიდება უკრაინას''.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

მასალაში გამოყენებულია სფფ-ის პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''შარვალში ჩაისვარე'' - თოფურია პიმბლეტს ფიზიკურად გაუსწორდა
''შარვალში ჩაისვარე'' - თოფურია პიმბლეტს ფიზიკურად გაუსწორდა