ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატი - საქართველოს 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო
Aa
Aa

ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატი - საქართველოს 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდე ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილი დაიკავა.

ოქროს მედლები გიორგი ელბაქიძემ და მანაშვილმა მოიპოვეს. 70 კგ კატეგორიის ფინალში ელბაქიძე სომეხ არუთინიანს დაუპირისპირდა. გულშემატკივრებმა საკმაოდ დაძაბული ფინალი იხილეს. სომეხი ფალავანი 5:0-ს იგებდა, მაგრამ „ჩვენებურმა“ ძალები მოიკრიბა და 6:5 მოიგო.


რაც შეეხება მინაშვილს, 100+ კგ კატეგორიის ფინალში მან  უნგრელი მილან  კორჩოგი საკმაოდ მარტივად 8:1 დაამარცხა და ოქროს მედალი დაისაკუთრა.

ცნობისთვის, ვერცხლის მედალი გიორგი გეგელაშვილმა და ევსემ შველიძემ მოიპოვეს. ბრინჯაოს მედლებს კი რამაზ თურმანიძე, ბაგრატ გაგნიძე და დავით კოღუაშვილი დაეუფლნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები