ოქრო ევროპის ჩემპიონატზე - ელბაქიძის ბრწყინვალე გამარჯვება
Aa
Aa

ოქრო ევროპის ჩემპიონატზე - ელბაქიძის ბრწყინვალე გამარჯვება

თავისუფალ სტილში ევროპი 23-წლამდე ჩემპიონატზე გიორგი ელბაქიძემ (70 კგ.) ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა მოჭიდავემ ფინალში ნარეკ ჰარუთინიანს სძლია და საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ელბაქიძე 0:5-ს აგებდა და 6:5 მოიგო.

გამარჯვების შემდეგ ელბაქიძემ კომენტარი გააკეთა

79 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში ევსემ შველიძე ბერძენ გეორგიოს კუგიუმციდისს დაუპირისპირდება.

57 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში გიორგი გეგელაშვილის მეტოქე გერმანელი ჰორსტ ლერსი იქნება.

61 კგ. წონით კატეგორიაში რამაზ თურმანიძე ნახევარფინალშია. მან 1/4-ფინალში შვეიცარიელი მეტოქე 11:0 დაამარცხა.

74 კგ. წონით კატეგორიაში ოთარ ბეგაურმა ბულგარელთან  დაპირისპირება დათმო და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

92 კგ. წონით კატეგორიაში დავით კოღუაშვილმა 1/4-ფინალში აზერბაიჯანელი მეტოქე დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ასევე ნახევარფინალშია ბაგრატ გაგნიზე (86 კგ.).

125 კგ. წონით კატეგორიაში სოლომონ მანაშვილმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი აჰმედოვი დაამარცხა და ფინალში უნგრელ მეტოქეს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები