კრუნიჩი, ჯეკო და სხვები - საქართველოს ნაკრების მეტოქემ შემადგენლობა დაასახელა
ვილი სანიოლის ნაკრებისთვის 2022 წელი საკმაოდ დატვირთული იქნება.
ჩვენი გუნდი 25 და 29 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს სტუმრად გამართავს. საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას 25 მარტს დაუპირისპირდება, 29 მარტს კი ალბანეთში ითამაშებს.
ჯერ-ჯერობით, საქართველოს ნაკრების ფრანგ სპეციალისტს გულშემატკივრისთვის განაცხადი არ გაუსაჯაროვებია, თუმცა ამ ეტაპისთვის უკვე ცნობილი ბოსნია-ჰერცეგოვინა შემადგენლობა, სადაც მირალემ პიანიჩი არ არის. 31 წლის გამოცდილი ნახევარმცველი, რომელიც ბარსელონას ეკუთვნის და იჯარის წესით ბეშიქთაშში თამაშობს, ტრავმირებულია.
აღსანიშნავია, რომ ბულგარელი მთავარი მწვრთნელის, ივაილო პეტევის განაცხადში არიან რადე კრუნიჩი და ედინ ჯეკო.
ბოსნია-ჰერცეგოვინას შემადგენლობა
მეკარეები: იბრაჰიმ შეჰიჩი (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკოლაე ვასილი (სანკტ-პაული, გერმანია), ვლადან კოვაჩევიჩი (რაკოვი, პოლონეთი), კენან პირიჩი (გიოზთეფე, თურქეთი)
მცველები: სინიშა სანიჩანინი (პარტიზანი, სერბეთი), ანელ აჰმედჰოჯიჩი (ბორდო, საფრანგეთი), დენის ჰაჯიკადუნიჩი (მალმიო, შვედეთი), ადნან კოვაჩევიჩი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ჰრვოიე მილიჩევიჩი (აეკი, კვიპროსი), სეად კოლაშინაცი (მარსელი, საფრანგეთი), ელდარ ჩივიჩი (ფერენცვაროში, უნგრეთი), იუსუფ გაზიბეგოვიჩი (შტურმი, ავსტრია), ამარ დედიჩი (ვოლფსბერგერი, ავსტრია)
ნახევარმცველები: ამირ ჰაჯიაჰმეტოვიჩი (ქონიასპორი, თურქეთი), ამარ რაჰმანოვიჩი (ქონიასპორი, თურქეთი), სანინ პრჩიჩი (სტრასბური, საფრანგეთი), რადე კრუნიჩი (მილანი, იტალია), ამერ გოიაკი (დინამო, ხორვატია), გოიკო ციმიროტი (სტანდარდი, ბელგია), ადი ნალიჩი (მალმიო, შვედეთი), ვლადან დანილოვიჩი (ნასიონალი, პორტუგალია), მიროსლავ სტევანოვიჩი (სერვეტი, შვეიცარია)
თავდამსხმელები: ედინ ჯეკო (ინტერი, იტალია), ერმედინ დემიროვიჩი (ფრაიბურგი, გერმანია), სმაილ პრევლიაკი (ეუპენი, ბელგია), ლუკა მენალო (დინამო, ხორვატია).
შეგახსენებთ, რომ მარტში დაგეგმილი ორივე ამხანაგური შეხვედრა ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპია. საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის C4 ჯგუფში, მიმდინარე წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტარს დაუპირისპირდება.