გეგუჩაძე: ,,სტადიონზე ფეხბურთი არ იყო, არ მაქვს საფუძველი დილას გამარჯვება მივულოცო
Aa
Aa

გეგუჩაძე: ,,სტადიონზე ფეხბურთი არ იყო, არ მაქვს საფუძველი დილას გამარჯვება მივულოცო"

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტურში გორის დილამ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, დინამო ბათუმს უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში, ანგარიშით - 2-1 დაამარცხა. აღნიშნული მარცხი გია გეგუჩაძის გუნდისთვის მიმდინარე სეზონში პირველია.

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ინციდენტს ადგილი რამდენჯერმე ჰქონდა - მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ფეხბურთელებს შორის გაუგებრობა მოხდა და სიტუაცია დაიძაბა. მატჩის მთავარმა არბიტრმა მინდვრიდან გორის დილას უკრაინელი მთავარი მწვრთნელი გააძევა, ხოლო პაატა ღუდუშაური და ჯანო ანანიძე ყვითელი ბარათებით დასაჯა.

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი):

,,ვერ ვიტყვი, რომ მოედანზე ფეხბურთი იყო, ეს მატჩი ინციდენტებით იყო სავსე. მომხრე ვარ, რომ აქცენტი ფეხბურთზე ვაკეთოთ და არა სხვა, გარეშე ფაქტორებზე. ყველა ხერხით გამარჯვებას მხარს არ ვუჭერ. ყოველთვის მზად ვარ, რომ მოწინააღმდეგეს გამარჯვება მივულოცო, მაგრამ ამ შეხვედრაში ის საფუძველი ვერ დავინახე, რის გამოც შემიძლია დილას მილოცვა ვუთხრა".

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-3 ტური დასრულდა, 4 შეხვედრა შედგა,  თელავისა და სამგურალის მატჩი კი უამინდობის გამო გადაიდო.

უმაღლესი ლიგის მე-4 ტურში საქართველოს ჩემპიონები ბათუმში, საბურთალოს უმასპინძლებენ. დაპირისპირება 13 მარტს შედგება და 19:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თელავის უკრაინელი მეკარე: ,,მამამ მითხრა, რომ მშვიდად ვიყო და გუნდი არ დავაღალატო
თელავის უკრაინელი მეკარე: ,,მამამ მითხრა, რომ მშვიდად ვიყო და გუნდი არ დავაღალატო"