82-ე ქართული დერბი დინამოს სასარგებლოდ დასრულდა - ვინ რა თქვა მატჩის შემდეგ
Aa
Aa

82-ე ქართული დერბი დინამოს სასარგებლოდ დასრულდა - ვინ რა თქვა მატჩის შემდეგ

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულმა ლიგამ სტარტი გასულ საღამოს აიღო. დღის ორივე შეხვედრა ბათუმსა და თბილისში იდენტური ანგარიშით - 4-0 დასრულდა. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, დინამო ბათუმმა კრისტალბეთ ლიგა 2-ის გამარჯვებული სიონი დაამარცხა, ხოლო დინამო არენაზე, დინამო თბილისმა - ქუთაისის ტორპედო.

დრამატული გამოვიდა ქართული ,,კლასიკო".  მატჩი რიგით 82-ე ქართული დერბი იყო, სტატისტიკა კი ასეთია: საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 82 მატჩიდან, 43- ჯერ დინამო თბილისმა გაიმარჯვა, 21 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 17 მატჩში ქუთაისის ტორპედომ გაიმარჯვა.

კახა ცხადაძე (დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი)

რაც დინამოში ვმუშაობ, ამდენი გულშემატკივარი მატჩზე არ მოსულა, თუ რა თქმა უნდა, ევროტურნირებს არ ჩავთვლით. ეს სასიხარულოა და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო.

უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, არავითარ შემთხვევაში ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ, ეს მხოლოდ დასაწყისი და ერთი მატჩია, ამიტომ სწრაფად უნდა დავივიწყოთ და იმ უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის მოვემზადოთ , რომელიც 1 კვირაში, ბათუმში გველის.

რა თქმა უნდა, შეხვედრას ფეხბურთელებთან ერთად გავარჩევთ.  ხარვეზები დავინახე და მეტი სიზუსტე გვჭირდება. იყო შეცდომები, თუმცა ძირითადად, ის დავალებები, რომელიც ფეხბურთელებს დავავალეთ, შესრულდა.

დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელისგან განსხვავებით, ქუთაისის ტორპედოს მთავარი მწვრთნელი მცირე კომენტარით შემოიფარგლა.

გია ცეცაძე (ქუთაისის ტორპედოს მთავარი მწვრთნელი)

მატჩს ცალსახად უარყოფითად ვაფასებ. ვულოცავ დინამოს, მეტოქემ თამაშით გვაჯობა და შედეგიც დამსახურებულია - რაც უნდა ყოფილიყო, ისაა.

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-2 ტურში ქუთაისის ტორპედო დილას 4 მარტს, 18:30 საათიდან უმასპინძლებს, ხოლო ამავე დღეს, 20:30 საათიდან, ბათუმში დინამოების დაპირისპირება შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
3 ახალი მოედანი - ევროპის ჩემპიონატზე 21-წლამდე ნაკრებები წყალტუბოში ივარჯიშებენ
3 ახალი მოედანი - ევროპის ჩემპიონატზე 21-წლამდე ნაკრებები წყალტუბოში ივარჯიშებენ