ევროპა ლიგის მოქმედი ჩემპიონი თბილისში აკადემიას ხსნის - საუკეთესოები ესპანეთში გაემგზავრებიან
Aa
Aa

ევროპა ლიგის მოქმედი ჩემპიონი თბილისში აკადემიას ხსნის - საუკეთესოები ესპანეთში გაემგზავრებიან

ევროპის ლიგის მოქმედი ჩემპიონი, ესპანური ვილიარეალი საქართველოში საფეხბურთო აკადემიას გაზაფხულზე გახსნის, რომელსაც „ვილიარეალი-საქართველო“ ერქმევა. ქართული აკადემიის მთავარი ოფისი დედაქალაქში, ხოლო რეგიონული ფილიალები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ეტაპობრივად გაიხსნება.

აკადემიაში ქართველი მწვრთნელების გარდა, ესპანელი სპეციალისტებიც იმუშავებენ. 

მსურველებისთვის ვილიარეალის აკადემიაში რეგისტრაცია უკვე დაიწყო - 5-დან 15-წლამდე გოგონებსა და ბიჭებს  საშუალება ეძლევათ  ვილიარეალის მეთოდოლოგიით ივაჯიშონ, შემდეგ კი გამორჩეული მოთამაშეები  ყოველწლიურად, სრული დაფინანსებით ვილიარეალის აკადემიაში გაემგზავრებიან.

ჩვენი აკადემიის ყველა მწვრთნელის კვალიფიკაცია ვილიარეალის ოფიციალური აკადემიის მიერ ფასდება. ასევე, აღსაზრდელები მუდმივ ონლაინ კავშირში იქნებიან აკადემიის მთავარ მწვრთნელთან და ფსიქოლოგთან. 

ჩვენი გუნდები მონაწილეობას როგორც ადგილობრივ ტურნირებსა და ჩემპიონატებში, ასევე, ვილიარეალის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურნირებში მიიღებენ , - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში, „ვილიარეალ-საქართველოს“ გახსნის ცერემონიალზე თბილისში ვილიარეალის ყოფილ კაპიტანს, მარკო სენასა და კლუბის ხელმძღვანელობის სხვა წევრებს ელოდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ადვოკატი: ,,იყო ვარჯიშები, რომელსაც  სექსუალური შინაარსი ჰქონდა
ადვოკატი: ,,იყო ვარჯიშები, რომელსაც სექსუალური შინაარსი ჰქონდა"