''შოკირებულნი ვართ'' - ფორმულა 1-მა რუსეთის გრან პრი გააუქმა
Aa
Aa

''შოკირებულნი ვართ'' - ფორმულა 1-მა რუსეთის გრან პრი გააუქმა

რუსეთს ჩემპიონთა ლიგის 2021-22 წლების სეზონის ფინალის მასპინძლობის უფლება ჩამოერთვა. აღნიშნული გადაწყვეტილებიდან ერთი საათის შემდეგ სოჭში რუსეთის ფორმულა 1-ის გრან პრი გაუქმდა. გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა განაპირობა.

სოჭის გრან პრი 23-25 სექტემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა აღნიშნული ინფომაციიდან გამომდინარე არ შედგება.

ფორმულა 1-მა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვით ორგანიზაციის წარმომადგენლები უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო დამწუხრებულნი და შოკირებულნი არიან. აქედან გამომდინარე, ასეთ ვითარებაში ტურნირის გამართვა შეუძლებელია.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, ფორმულა 1-ის 4-გზის ჩემპიონმა, სებასტიან ფეტელმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. გერმანელმა პილოტმა ფორმულა 1-ს რუსეთის 2022 წლის გრან პრის გაუქმებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ სოჭის ავტოდრომზე გასამართ რბოლაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

„დღეს დილით, როცა გავიღვიძე და ეს ინფორმაცია შევიტყე, შოკირებული ვიყავი. ვფიქრობ, საშინელებაა იმის ხილვა, რაც ამ წუთებში ხდება. ფორმულა 1-ის კალენდარს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ რუსეთში გრან პრია ჩანიშნული.

პირადად მე, იქ ჩასვლას არ ვაპირებ. ჩემი აზრით, რუსეთში გამართულ რბოლაში მონაწილეობის მიღება არასწორია. ვწუხვარ უდანაშაულო ხალხის გამო, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს სულელური მიზეზებისა და ძალიან, ძალიან უცნაური და გიჟური მმართველობის გამო კარგავენ. დარწმუნებული ვარ, ამაზე აუცილებლად ვისაუბრეთ, მაგრამ როგორც ფორმულა 1-ის პილოტთა ასოციაციას, ჯერჯერობით ერთიანობა არ გამოგვიჩენია.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები