გამარჯვება მძიმე ბრძოლაში - საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს
Aa
Aa

გამარჯვება მძიმე ბრძოლაში - საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა სლოვაკეთი 18:16 დაამარცხა. ქართველი წყალბურთელები უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ, თუმცა მეტოქეც კარგად თამაშობდა და ანგარიშში მცირე განსხვავება იყო. საბოლოო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა ორბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ზედიზედ მესამე გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეხუთედ იასპარეზებენ.

შეგახსენებთ, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბელარუსი 25:5 დაამარცხა, მეორე ტურში პოლონეთს დამაჯერებლად სძლია (22:1), მესამე ტურში კი სლოვაკებთან მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა (18:16).

2022 წლის ვეროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 27 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ხორვატიაში გაიმართება. 

ფოტო: საქართველოს საწყლოსნო ფედერაციის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები