Aa
Aa

"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი, სანდრო როსელი, ესპანეთის პოლიციამ დააკავა.

საქმე ფინანსურ მაქინაციას ეხება. როგორც ცნობილი ხდება, როსელი სანამ "ბარსას" პრეზიდენტი გახდებოდა, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას ე.წ. "ფულის გათეთრებაზე" მოელაპარაკა.

ასევე ბურუსითაა მოცული ნეიმარის ტრანსფერიც, რომელიც სწორედ როსელის პრეზიდენტობისას განხორციელდა და არაა გამორიცხული პროკურატურა ამ საქმესაც შეეხოს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს დარჩება "ბარსას" ყოფილი პრეზიდენტი ციხეში.

სანდრო როსელი "ბარსელონას" სათავეში 2010-2014 წლებში ედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები