ლა ლიგამ ტელეტრანსლაციებიდან 1.4 მილიარდი ევრო მიიღო
ლა ლიგის 2016-2017 წლების სეზონი დასრულდა, რომლის ტელეტრანსლაციებით მიღებულმა შემოსავალმა 1.4 მილიარდი ევრო შეადგინა.
ამ თანხის ნახევარი, ანუ 700 მილიონი, ლა ლიგის 20 კლუბზე თანაბრად გადანაწილდება - თითოეული მათგანი 35 მილიონ ევროს მიიღებს.
ლა ლიგის ამ სეზონის ტრანსლირების ოფიციალური უფლება მსოფლიოს 84 ქვეყნის სხვადასხვა ტელევიზიებს ჰქონდათ.